"ნიუპოსტი" სოლიდარობას უცხადებს "ექსპრესნიუსის" რედაქტორს
საზოგადოება - 22:26, 09 Sep, 2013     2736

მცხეთაში, რესტორან "გუჯარში" მაია ფანჯიკიძისა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ვახშამზე შეხვედრის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციის გამო "ექსპრესნიუსის" რედაქტორს ირაკლი მანაგაძეს ემუქრებიან.

 

ინფორმაცია ექსკლუზიურ წყაროზე დაყრდნობით "ექსპრესნიუსმა" 3 სექტემბერს გამოაქვეყნა. ის "ნიუპოსტმაც" გაავრცელა. "ექსპრესნიუსის" მიერ რესტორნის მენეჯმენტთან ინფორმაციის გადამოწმებისას ფაქტი დადასტურდა. ამის შემდგომ სააგენტომ სამინისტროს პოზიციაც დააფიქსირა, სადაც მაია ფანჯიკიძე აღნიშნულ ვიზიტს უარყოფს. სასამართლოში სარჩელის შეტანის შესახებ მინისტრმა განცხადება 4 სექტემბერს გააკეთა, თუმცა, სარჩელი ამ დრომდე სასმართლოში არ შესულა.

 

როგორც ირაკლი მანაგაძე აცხადებს, ბოლო დღეების განმავლობაში მის მობილურ ტელეფონზე მუქარის ზარები გახშირდა. მისივე თქმით, რესტორნის მეპატრონე, მოსკოვსა და თბილისში რესტორნების ქსელის მფლობელი ელგუჯა ბუბუტეიშვილიც დაუკავშირდა და ინფორმაციის წაშლა ჯერ მეგობრული ტონით, შემდეგ კი უხეშად მოსთხოვა:

 

"მირეკავენ დაფარული ნომრებიდან და კატეგორიულად მთხოვენ, მაია ფანჯიკიძის შესახებ "ექსპრესნიუსის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის მოხსნას. მას შემდეგ რაც ამაზე კატეგორიულად უარს ვამბობ, შემდეგ იწყებენ მუქარას, ხელების მოტეხვის და თავის მოჭრის შესახებ. დიდხანს ვერ ვუყურებ ამ აბსურდს", - წერს ირაკლი მანაგაძე "ფეისბუქზე" და აცხადებს, რომ ფაქტის შესახებ უკვე ჩააყენა საქმის კურსში შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42