ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია მამაკაცის დასჯას ითხოვს. აღნიშნული შემთხვევა იემენის ჩრდილო-დასავლეთით დაფიქსირდა.
სტატისტიკური მონცემებით, 2010 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, მუსულმანურ ქვეყნებში 18 წელს გადაცილებული 140 მილიონი გოგონა ქორწინდება ზრდასრულ მამაკაცზე, 50 მილიონი კი 15 წელს არ არის გადაცილებული. სხვადასხვა კვლევების შედეგად დადგენილია, რომ აღნიშნულ ქვეყნებში დარეგისტრირებულ გოგონათა ერთი მეოთხედი ყოველწლიურად 15 წლამდე ასაკში თხოვდება. ბავშვებს ეზღუდებათ განათლების უფლება და ყველაფერთან ერთად, სერიოზულად ელახებათ ჯანმრთელობა. უფრო მეტიც, ბავშვები ხშირად განიცდიან ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სექსუალურ ძალადობას მათი ზრდასრული მეუღლეების მხრიდან.
2009 წლის თებერვალში მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც ქორწინების მინიმალური წლოვანება 17 წლამდე გაიზარდა, თუმცა კანონმდებლების გარკვეულმა ნაწილმა ამ კანონს ანტიისლამური უწოდა, რის შედეგადაც მის დამტკიცებაზე უარი განაცხადეს.
მასალის გამოყენების პირობები






