მიგრანტების უკანონოდ გადაყვანისთვის საქართველოს მოქალაქეს საბერძნეთში 290-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
სამართალი - 18:21, 13 Nov, 2018     2535
ბერძნული გამოცემა Protothema-ს ინფორმაციით საქართველოს მოქალაქეს სალონიკის სასამართლომ 290-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პატიმრობის ვადა საქართველოს მოქალაქის მიერ ჩადენილი დანაშაულებები ჯამით განისაზღვრა.


კრიმინალურ დაჯგუფებას არალეგალი მიგრანტების გადაყვანის ქსელი ჰქონდა შექმნილი, მათი მეთაური კი საქართველოს მოქალაქე იყო, ქსელი მას შემდეგ გაიშიფრა, რაც ერთერთი შემთხვევისას ავარია მოხდა. 2017 წლის აპრილში პოლიციამ მათი ავტომობილის გაჩერება გადაწყვიტა, თუმცა მოლდოვის მოქალაქე, რომელიც ავტომობილს მართავდა მოთხოვნას არ დაემორჩილა და სიჩქარეს მოუმატა, საბოოლოოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მძღოლმა ადგილიდან გაქცევა გადაწყვიტა, თუმცა ის პოლიციამ დააკავა, ავტომობილში კი 14 ადამიანი აღმოაჩინეს, მათ შორის ერთი- ირანის მოქალაქე ავარიის შედეგად იყო გარდაცვლილი. ამის შემდეგ პოლიციამ დაჯგუფებაზე გასვლა შეძლო.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ამ საქმიანობას კრიმინალური დაჯგუფება 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის ივნისამდე ახორციელებდა დაა გარკვეული თანხის სანაცვლოდ მიგრანტები თურქეთიდან სალონიკსა და ათენში გადაჰყავდათ. საბრალდებო დასკვნის თანახმად მათ მიგრანტები უკანონოდ 9 ჯერ გადაიყვანეს და თითო ჯერზე 10-15 ადამიანის გადაყვანა ხდებოდა.

საქართველოს მოქალაქესთან ერთად ადამიანების ტრეფიკინგში დამნაშავედ საბერძნეთის ერთი და მოლდოვის ერთი მოქალაქე ცნეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42