ყურადღება, ყურადღება! - საქართველოს ეროვნული ლატარია აცხადებს კონკურსს
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:34, 13 Nov, 2018     1191

საქართველოს ეროვნული ლატარია, ანიმაციური რგოლის დამზადების მიზნით, აცხადებს კონკურსს ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის.

კონკურსის საპრიზო ფონდი 2500 ლარია, გამარჯვებული რგოლის ავტორს გადაეცემა 1500 ლარის ფულადი პრემია, მისი ნამუშევარი კი ჩაეშვება საქართველოს ეროვნული ლატარიის სარეკლამო კამპანიაში. საპრიზო ფონდის დანარჩენი თანხა გადანაწილდება კონკურსის იმ მონაწილეებზე, რომელთა ნამუშევრებიც ათ საუკეთესო ანიმაციურ რგოლს შორის მოხვდება.

ანიმაციური ვიდეორგოლი უნდა იყოს 15-დან 17 წამამდე, უნდა ჯდებოდეს საქართველოს ეროვნული ლატარიის სარეკლამო კონცეფციაში და პასუხობდეს კომპანიის სლოგანს #დაუჯერენიშნებს, #მოგებაშეუძლიაყველას.

საქართველოს ეროვნული ლატარიის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას და გაზარდოს მათში მოტივაცია.

„მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენი მიზანია, სხვადასხვა მიმართულებით განვახორციელოთ სხვადასხვა სახის სოციალური პროექტები და ამით რაც შეიძლება ბევრ ადამიანს დავეხმაროთ. ამ ეტაპზე გამოვაცხადეთ კონკურსი ანიმაციური სარეკლამო რგოლის დამზადების მიზნით ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანებისთვის, რომლებიც ფლობენ ანიმაციური რგოლების დამზადებისთვის საჭირო ცოდნას. ამით გვსურს, რაც შეიძლება მეტ ნიჭიერ ახალგაზრდას გავუჩინოთ მოტივაცია და ხელი შევუწყოთ მათ წარმატებას“, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ლატარიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი გედევანიშვილმა.

კონკურსი 15 ნოემბერს დაიწყება და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა გამოგზავნონ საკონტაქტო ინფორმაცია მეილზე: pr@lotto.ge და დააფიქსირონ კონკურსში მონაწილეობის სურვილი.

საქართველოს ეროვნული ლატარია გისურვებთ წარმატებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42