"დამყაჩაღებლის დედამ ორსიტყვიანი ბარათი მაგიდაზე დატოვა და სახლის უკან, ეზოში თავი ჩამოიხრჩო..."
სოც.მედია - 14:51, 13 Nov, 2018     7328
სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „საუდაკის" ლიდერი თამარ დადიანი 70-იანი საქართველოს ამბებს იხსენებს.

„ეს ამბავი 70-იანი წლების საქართველოში ძალიან გახმაურებული იყო და ის ოჯახიც ძალიან ცნობილი გახლდათ, თუმცა ამჟამად პიროვნებების მოხსენიებას მოვერიდები... იმ ავადსასხსენებელ ჟამს სამეგრელოს რეგიონის ერთ-ერთ სკოლას მართავდა ლენინის ორდენოსანი ადამიანი, უპატიოსნესი კაცი, საუკეთესო ოჯახისა და შვილების პატრონი, თუმცა უბედურებისგან არავინ დაზღვეული არაა. დირექტორის მოზარდი შვილი შავ სამყაროში ჩათრეული აღმოჩნდა და მძიმე დანაშაულზე დაიჭირეს (საქმე ეხებოდა ადამიანის დაჭრას). როგორც კი შვილის დანაშაულის შესახებ შეიტყო, სკოლის დირექტორმა მაშინვე დაწერა განცხადება და თანამდებობა დატოვა. პედაგოგები დირექტორს ვერ თმობდნენ, სკოლაში დაბრუნებას თხოვდნენ, მაგრამ ამ ადამიანმა გადაწყვეტილება არ შეცვალა: მე საკუთარი შვილი ვერ გამიზრდია და სხვისი როგორ უნდა გავზარდოო! ამ ნამდვილად ღირსეულ ადამიანს არც კი უცდია გამოეყენებინა საკუთარი ავტორიტეტი და სასამართლოს განაჩენი შეეცვალა. სასჯელი კი დიდი იყო და პატიმარმა მაგადანში სრულად მოიხადა. ეს ის დრო იყო, 70 - იანი წლები, თუმცა თანამედროვე ეპოქაშიაც გვაქვს ქართველი დედის ღირსეული მაგალითი. სამეგრელოს რეგიონში რამდენიმე წლის წინ დააყაჩაღეს სოფელი, სამწუხაროდ თხილის ე.წ. ბიზნესის გამო მოხუცები მძიმე, სასტიკი ფორმით აწამეს. გამთენიისას მეზობლის კივილზე სოფელი შეიყარა. ერთ-ერთი დამყაჩაღებლის დედამ, როცა გაიგო, რომ ამ ბინძურ საქმეში მისი შვილი ერია, ჩუმად სახლში შევარდა, ორსიტყვიანი ბარათი მაგიდაზე დატოვა: "შვილი ვერ გამიზრდია!" და სახლის უკან, ეზოში თავი ჩამოიხრჩო... ეს ცნობილი ფაქტია და მთელი სამეგრელო შეძრული იყო ამ ქალის ღირსეული საქციელით.

სამეგრელოში მომხდარ კიდევ ერთ ფაქტს გავიხსენებ და აქ დავასრულებ.. სკოლის პედაგოგმა გარდაცვლილის ძმის შვილის ყაჩაღობის ფაქტი გაიგო (ეს საქმე იმ ობოლ ბავშვს მიაკერეს 80-იან წლებში, რადგან სხვები ჩინოსნების შვილები იყვნენ) წავიდა სასამართლო პროცესზე და განაცხადა: "მე დღეს მეორედ დამეღუპა ძმა და მაპატიეთო!" თავდახრილმა დატოვა დარბაზი და სამუდამოდ უარი თქვა პედაგოგობაზე!!!!! რისი თქმა მინდა ამით? გამგები გაიგებს, მაგრამ მთავარია იმან გაიგოს, ვინცასაკუთარი შვილის დანაშაულს ან საკუთარ დანაშაულებრივ უმოქმედობას მალავს.." - წერს თამარ დადიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42