თანამდებობიდან გათავისუფლდა. დავით ადვაძეს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება-ოპიუმის ჯგუფისა და ფსიქოტროპული ნივთიერება-ბენზოდიაზეპინების ჯგუფის მოხმარების ფაქტი.
"გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით გაირკვა, რომ 2013 წლის 13 აგვისტოს, მეტროს სადგურ "ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორიაზე, დავით ადვაძე შეხვდა #8-ე დაწესებულებაში შესახლებულ მსჯავრდებულ ბ. ს.-ს ახლობელს, ვინმე გ.-ს, რომელმაც ადვაძეს ს.-სთვის მისატანად გადასცა პოლიეთილენის პარკში გახვეული ნარკოტიკული ნივთიერება "სირეცი" და მისი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობის ლიმონმჟავა. 2013 წლის 13 და 14 აგვისტოს ადვაძემ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება მოიხმარა პირადად.
2013 წლის 15 აგვისტოს, მერვე დაწესებულებაში მისვლისას საკონტროლო გამშვებ პუნქტზე შემოწმებისას, ადვაძეს ჩამოერთვა 4 ცალი პოლიეთილენის პარკი, რომლებშიც მოთავსებული იყო ყავა, შაქარი და ლიმონმჟავა, რაზეც იმავე დღეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება. 2013 წლის 15 აგვისტოს დავით ალავიძე შემოწმდა საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის მეორე განყოფილების მიერ. დასკვნის თანახმად, დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება-ოპიუმის ჯგუფისა და ფსიქოტროპული ნივთიერება - ბენზოდიაზეპინების ჯგუფის მოხმარების ფაქტი.
#8-ე დაწესებულების ინსპექტორმა დავით ადვაძემ თავის ახსნა-განმარტებაში დაადასტურა ზემოაღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერების მიღების ფაქტი და განმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალება მიიღო 2013 წლის 13 და 14 აგვისტოს. დავით ადვაძე სისტემაში 2012 წლიდან მუშაობს. სისტემაში მუშაობის პერიოდში წახალისებული ან დისციპლინური წესით დასჯილი არ ყოფილა. გენერალური ინსპექციის დასკვნით, ადვაძემ ჩაიდინა დისციპლინარული გადაცდომა, რაც გამოიხატა მის მიერ დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართულ უღირს საქციელში, ასევე მან უგულვებელჰყო "საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის" ის მუხლი, რომელიც კრძალავს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მოსამსახურის ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნას. გენერალური ინსპექციის დასკვნა შემდგომი რეაგირებისათვის სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გადაიგზავნა
მასალის გამოყენების პირობები






