ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ისრაელმა საჰაერო იერიში დაჯგუფება "ჰამასის" შტაბზე მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. უწყებამ იერიშის ამსახველი ვიდეომასალა Twitter-ზე გაავრცელა
ქვეყნის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, განადგურებულია "ჰამასის" 70-მდე ობიექტი, მათ შორის რამდენიმე გვირაბი და იარაღის საწარმოები.
ისრაელმა გაფრთხილების შემდეგ "ჰამასის" ტელევიზიაც დაბომბა. დაღუპულია დაჯგუფების 3 მებრძოლი, არიან დაშავებულებიც.
ისრაელმა ოპერაცია მას შემდეგ განახორციელა, რაც ცნობილი გახდა, რომ „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით 300-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა.
"ჰამასი" 1987 წელს დაფუძნდა ის ტერორისტულ ორგანიზაციად მიაჩნია ისრაელს, კანადას, აშშ-ს და იაპონიას, ასევე იორდანიასა და ეგვიპტეს. 2007 წლიდან ჰამასი ღაზის სექტორს აკონტროლებს.
მასალის გამოყენების პირობები






