"როენას საროსკიპო ოპერატიული ბუნაგი იყო, სადაც ტყვიები დაფრინავდა, როენამ მეც მესროლა..."
საზოგადოება - 17:45, 09 Sep, 2013     19565

- ამბობს შეიარაღებული ძალების ყოფილი თანამშრომელი, რომელიც სამსახურიდან მისი დათხოვნის მიზეზად სამინისტროს მაღალჩინოსნების მხილებას ასახელებს.

 

დავით ნემსაძე ,,კვირის პალიტრასთან" საუბრისას აცხადებს, რომ დაპირისპირება მასა და სამინისტროს მაღალჩინოსნებთან 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ დაიწყო. ნემსაძე ამბობს, რომ სენაკის ბაზაზე მეთაურები და პოლკოვნიკები საწვავს იპარავდნენ და საზენიტო დანადგარებს ჯარისკაცებისგან შეგროვებული ფულით არემონტებდნენ:

 

,,ასეთ ფაქტებს რომ ვაპროტესტებდი ამიტომ გამათავისუფლეს. ვიდეომასალაში აღბეჭდილია, როგორ აგროვებენ ჯარში ფულს, როგორ ჩაუდეს კაპრალ ონიანს იარაღი გათავისუფლების მიუხედავად,"- აცხადებს ნემსაძე. მისივე თქმით, მოგვიანებით ის განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტში გადაიყვანეს, თუმცა დაემუქრნენ, რომ ხმა არ უნდა ამოეღო.

 

ნემსაძე ამბობს, რომ ამის შემდეგ მას ურთიერთობა გია დგებუაძესთან იგივე ,,მასტერასთან" ჰქონდა, რომელიც პერიოდულად აფრთხილებდა მას, რომ ,,ხმაურის" შემთხვევაში უსიამოვნება ელოდა. როგორც ნემსაძე ამბობს, მან ჯარში არსებულ კორუფციაზე საქმის კურსში ბაჩო ახალაიაც ჩააყენა, რომელმაც მისი თანდასწრებითვე გასცა ბრძანება, რომ ნემსაძეს სამინისტრო დაეტოვებინა.

 

,,ახალაიამ მკითხა, რას ერჩი იმ პატიოსან ხალხსო? უკან არ დავიხიე და ვუთხარი, პატიოსანი კი არა დიზელის ქურდები არიენ-მეთქი. შენ ამის თქმა გმირობა გგონიაო? თუ გმირი არ ვარ, არც ლაჩარივარ-მეთქი. მაშინ მომაწოდა ფურცელი და მითხრა, სამსახურიდან წასვლაზე განცხადება დაწერეო...

 

ორი დღის შემდეგ ჩამომართვეს სამხედრო ბარათი და საბუთები, მითხრეს, აქ არაფერი გესაქმებაო,"- ჰყვება ნემსაძე. ნემსაძის განცხადების მიხედვით, ამის შემდეგ მას ,,მასტერა" ისევ დაუკავშირდა და გლდანში ქერჩის ქუჩაზე მდებარე საროსკიპოში გაგზავნა. რაც ნემსაძის თქმით, დგებუაძემ იმით ახსნა, რომ კონკრეტული ობიექტიდან სამხედრო ინფორმაცია ჟონავდა. როგორც ნემსაძე აცხადებს, დგებუაძე მისთვის პროვოკაციის მოწყობას გეგმავდა. ,,როენას სასტუმროში წარმადგინეს, როგორც სანტექნიკოსი, ასე აღმოვჩნდი როენასს ქალების გარემოცვაში. ვიჯექი, ვსვამდი და ველოდი ვინ მოვიდოდა.

 

სამხედრო მაღალჩინოსნები მოდიოდნენ როენას ქალებთან, მაგრამ იყო ერთი ჯგუფი, რომელიც ცალკე იჯდა და სამხედრო თემებზე საუბრობდა. ვაცხადებ, როენას საროსკიპო იყო ოპერატიული ბუნაგი, სადაც ტყვიები უმისამართოდ დაფრინავდნენ, სადაც ,,კუდ-ისა" და ,,სოდ-ის" თანამშრომლები ქალებს საშტატო იარაღს აძლევდნენ გასართობად. როენა ,,კუდ-ის" ხალხს ქალებს უფასოდ უთმობდა.

 

თვითონ იარაღით დადიოდა, რომ გაბრაზდებოდა, ისროდა. ერთხელ ადმინისტრატორის საყვარელს ესროლა, ის კაცი აგენტი იყო. თვითონ როენას ქალებიც აგენტები იყვნენ. მომისმენია, ,,კუდ-ის" ოფიცრები მეძავებს როგორ არიგებდნენ,"- ჰყვება ნემსაძე. როგორც ნემსაძე ადასტურებს, როენამ მასაც ესროლა, როცა მიხვდა, რომ შეგზავნილი იყო. ნემსაძე ამბობს, რომ საროსკიპოს მფლობელთან თავად იმ კაცმა ,,ჩაუშვა", რომელმაც იქ ,,მასტერას" დავალებით მიიყვანა:

 

,,ძალიან რომ დაიძაბა ვითარება ,,მასტერას" ვუთხარი, იმ მასალებს, რაც მოგეცი, ჟურნალისტებსაც გადავცემ აქედან თუ არ გამიყვან-მეთქი. ჩემი ჩათრევა სურდათ და მერე გამანდგურებდნენ, მაგრამ ,,მასტერას" პროვოკაცია გავშიფრე,"- ჰყვება ნემსაძე ,,კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში. როგორც ნემსაძე აცხადებს, როენას საროსკიპოში მაღალჩინოსნების სექსუალური ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეომასალაც იწერებოდა. მისი თქმით, ყველა ვიდეოფირი, რომელიც სხვადასხვა დროს გადაიღო, პროკურატურას უკვე გადასცა და გამოძიების დაწყებას ელის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42