სამედიცინო კორპორაცია ევექსი C ჰეპატიტით დაინფიცირებულ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის 5 რეგიონში მკურნალობის კურსს სთავაზობს.
C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა შეუძლია ყველა საქართველოს მოქალაქეს, ვისაც C ჰეპატიტის სკრინინგის ფარგლებში აღმოაჩნდა ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები და საჭიროებენ მკურნალობას.
პროგრამაში ჩართული ყველა პაციენტი უფასოდ მიიღებს ახალი თაობის, ძვირადღირებულ სამკურნალო მედიკამენტებს: „სოფოსბუვირი" და „ჰარვონი", რომლებიც წინა თაობის მედიკამენტებისგან განსხვავებით გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით და გვერდითი მოვლენების სიმცირით.
საჭიროების შემთხვევაში, პაციენტები ასევე უფასოდ მიიღებენ დამხმარე მედიკამენტს: „რიბავირინს".
C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა შესაძლებელია ევექსის შემდეგ კლინიკებში:
ფოთის პოლიკლინიკა, ფოთი, გამსახურდიას ქ. 6
ქობულეთის ჰოსპიტალი, ქობულეთი, მ.აბაშიძის ქ. 18
ახალციხის ჰოსპიტალი, ახალციხე, რუსთაველის ქ. 105ა
ახალქალაქის ჰოსპიტალი, ახალქალაქი, დ. აღმაშენებლის ქ. 31
ხაშურის რეფერალური ჰოსპიტალი, ხაშური, შ.რუსთაველის ქ. #40
თელავის რეფერალური ჰოსპიტალი, თელავი, ალაზნის გამზირი
დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ევექსის ცხელ ხაზზე: 2 55 05 05
მასალის გამოყენების პირობები