შსს-მ სქესობრივი დანაშაულისთვის სასჯელის გამკაცრების შესახებ კანონპროექტი მოამზადა
სამართალი - 16:09, 09 Sep, 2013     1651

მოქმედი კოდექსი აღნიშნული დანაშაულებისთვის ითვალისწინებს ზედმეტად ლიბერალურ მიდგომას და განსაზღვრავს არაადეკვატურ სასჯელებს.

 

კანონპროექტი მთლიანად იზიარებს ასევე „სექსუალური ექსპლუაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის სულისკვეთებას და აღნიშნულის შესაბამისად, ამკაცრებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი ხასიათის დანაშაულებისთვის.

კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები შედის სისხლის სამართლის კოდექსის ისეთ მუხლებში, როგორიც არის გაუპატიურება, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულება, სქესობრივი კავშირი 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან და გარყვნილი ქმედება.

მაგალითად, მოქმედი კოდექსის მიხედვით, გაუპატიურებისთვის დადგენილი სასჯელის ოდენობა შეადგენს 4-დან 6 წელს, ხოლო შემოთავაზებული ცვლილების მიხედვით იქნება - 6-დან 8 წელი. გაუპატიურების ნაწილში ჩვენ კიდევ უფრო ვამკაცრებთ პასუხისმგებლობას განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის ისეთი დანაშაულისთვის, როგორიც არის - გაუპატიურება ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით ან რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიკვდილი.

ასეთ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის მასქიმალური ვადა, ნაცვლად 15 წლისა იქნება 20 წელი. 16 წლამდე ასაკის პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებისთვის დადგენილი იქნება თავისუფლების აღკვეთა 5-დან 7- წლამდე, ნაცვლად 1-დან 3 წლამდე. ხოლო ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირთან გარყვნილი ქმედების ჩადენა დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 5 - 7 წლამდე, ნაცვლად 2 წლისა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42