"აუტანელია მდაბიო მდიდრები" - მამა პეტრე სვეტიცხოვლის "დახურვაზე"
სოც.მედია - 10:58, 12 Nov, 2018     23716
ბიძინა ივანიშვილის შვილის ბერას ჯვრისწერის გამო გუშინ მთავარი საკათედრო ტაძარი სვეტიცხოველი "დაიხურა." ტაძარი მრევლს დაატოვებინეს, გარეთ მყოფებს შიგნით არ უშვებდნენ , იმ წყვილებს კი ვისაც ჯვარი უნდა დაეწერათ, გარეთ ლოდინი მოუწიათ, რადგან შიგნით ბერა ივანიშვილისა და მისი მეუღლის ჯვრისწერის ცერემონიალი მიმდინარეობდა.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მამა პეტრემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
"აუტანელია მდაბიო მდიდრები, მდიდარი ღარიბები სჯობს!.." - წერს მამა პეტრე.


მორიგი პოსტი მიუძღვნა აღნიშნულ თემას უკვე დღეს.
"თუ ტაძარში შესვლა ფერხდებოდა, ამის მიზეზი სასულიერო პირები არ ყოფილან... სვეტიცხოველი საუკუნეებია იქ დგას, რაღა გუშინ გადაწყვიტა ყველამ სულის ცხონება...
არავის მხარეს არ წარმოვადგენ, მაგრამ არ მიყვარს ტენდენციურობა...
უფლის წინაშე ყველა თანაბარია. მისთვის არ არსებობს მდიდარი, ღარიბი, მოხუცი, ახალგაზრდა...
დიახ, არ მომწონს, რომ შეძლებულები პრივილეგიებით სარგებლობენ... განსაკუთრებით არ მომწონს, ჯვრისწერის პოლიტიზირება...
ისიც არ მომწონდა, სამების საკათედრო ტაძრის გახსნის დღეს, ქარში და წვიმაში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უბრალო მრევლი არ შეუშვა, საშვით ხდება დაშვებაო... მაშინ რატომ არავის აწუხებდა, მორწმუნე ხალხის ტაძრის გარეთ გაყინულ-გაფიჩხულ მდგომარეობაში ყოფნა?!
ბარემ ბოლომდე გულწრფელები ვიყოთ!.." - წერს მამა პეტრე.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42