ჭაიას თქმით, იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას, 70 დღის განმავლობაში შიმშილობდა, ამის გამო ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეექმნა, კორძაიამ კი ერთ-ერთ ინტერნეტგამომცემლობისთვის მიცემულ კომენტარში აღნიშნა, რომ იგი ჭაიას საქმესთან დაკავშირებით არ არის ინფორმირებული, გავრცელებულ ხმებს კი სიცრუეს უწოდა:
„25 მაისიდან აგვისტოს დასაწყისის ჩათვლით ვშიმშილობდი, ეს იყო უპრეცენდენტო შიმშილობა, დავკარგე 30 კილოგრამამდე, გადაადგილებასაც ვეღარ ვახერხებდი, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰოსპიტალიზაციას მოითხოვდა, თუმცა თავად ვამბობდი უარს, სასჯელაღსრულების სამინისტრო ინფორმირებული იყო, პრესსამსახურის უფროსი კი უარყოფს ამ ინფორმაციას და ამ ყოველივეს ტყუილს და სიცრუეს უწოდებს. ამ ყოველივეს უარყოფა ტყუილია მათი მხრიდან“, - აცხადებს ჭაია.
ჭაია 2009 წლის 6 მაისს მომხდარ ამბებზეც საუბრობს. თვითმხილველის თქმით, ჭაიამ გიორგი გაჩეჩილაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ჭაია აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და აღნიშნავს, რომ გაჩეჩილაძესთან არავითარ მსგავს ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. ყოფილი მაღალჩინოსანი ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საკითხსაც ეხმაურება. მისი თქმით, გარკვეული ორგანოები მას რაფალიანცის ოჯახის წევრებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. ჭაია ამ ბრალდებასაც უარყოფს და საქმის გამოძიებაზე საუბრობს:
„მე ვთვლი, რომ ეს საქმე თავისთავად ტრაგიკულია, მაგრამ სამართლებრივი კუთხით არ არის იმ სირთულის საქმე, რომ გამოძიება ამდენხანს გაჭიანურებულიყო. საქმის კომპეტენტურად გამოძიებისა და სრული დაინტერესების შემთხვევაში, სრულებით შესაძლებელია საგამოძიებო ორგანომ საქმის მასალები 30 დღის ვადაში დადოს, შემდეგ კი პროკურატურამ გადაწყვიტოს ვინ უნდა დაისაჯოს და ვინ არა“, - აცხადებს ჭაია.
მასალის გამოყენების პირობები






