ამის შესახებ აფხაზეთის საგამოძიებო ორგანოებზე დაყრდნობით რუსული პრესა იტყობინება. ერთერთი ვერსიით, ასაფეთებელი მოწყობილობა არ ამოქმედდა.
ამასთან, რუსულ მედიას მოჰყავს ალექსანდრე ანქვაბის კომენტარი, რომელიც აცხადებს, რომ სამარტალდამცველებს უკვე შემუშავებული აქვთ სავარაუდო მკვლელის აღწერილობა:
"ახლა ყველაფერს ვერ ვიტყვით, მაგრამ ზუსტად ვიცით, როგორ გამოიყურებოდა და სასით გაემართა მკვლელი", - განაცხადა ანქვაბმა.
ამასთან, ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გაავრცელა განცხადება, სადაც რუსი დიპლომატის მკვლელობა შეფასებულია, როგორც პროვოკაცია, რომლის მიზანია აფხაზურ-რუსული ურთიერთობის დაძაბვა.
"აფხაზეთის მოსახლეობა შეძრულია მომხდარით. ჩვენი სამართალდამცველი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ბოროტმოქმედი უმოკლეს დროში იყოს ნაპოვნი და დასჯილი", - აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






