ბათუმში მაღაზიის კონსულტანტები ზაზა ბურჭულაძის წიგნებს "ეროტიკულობის" გამო წვავენ
საზოგადოება - 12:40, 09 Sep, 2013     4650

აღნიშნულ ინფორმაციას კი გაზეთი "ბათუმელები" ავრცელებს. როგორც სტატიაშია ნათქვამი, წიგნის მაღაზია "ლამპარი" ბათუმში მამა ბასილის კურთხევით დაარსდა, კონსულტანეტებს კი მამა ბასილის მრევლიდან არჩევენ.

 

მაღაზიაში კონსულტანტებმა ზაზა ბურჭულაძის "ხსნადი კაფკა" საკუთარი ხელფასით შეიძინეს და დაწვეს. აღნიშნულ საკითხზე კი ბურჭულაძე "ბათუმელებთან" საუბრობს:

 

"ახლა გერმანიაში ვიმყოფები. აუტოდაფე აქ ბოლოს 80 წლის წინ მოაწყვეს. 1933 წლის 10 მაისს ნაცისტებმა იმ ავტორთა წიგნები დაწვეს, რომელთა ტექსტებიც ნაციონალ-სოციალიზმის იდეოლოგიას არ შეესაბამებოდა. მაშინ ფაშისტებმა კოცონზე დაწვეს "მესამე რაიხის მტრების" 20 ათასამდე წიგნი: ჰაინრიხ ჰაინეს, ფროიდის, ბრეხტის, თომას მანის, შტეფან ცვაიგის, რობერტ მუზილის და სხვათა ნაშრომები. ღონისძიებას პროპაგანდის მინისტრი, იოზეფ გებელსი ხელმძღვანელობდა. ამის გამო, დღეს ბერლინში, ბებელის მოედანზე, მიხა ულმანის მემორიალი დგას. ბებელპლაცზე უთუოდ ფეხით უნდა გაიარო, რომ "ბიბლიოთეკა" ნახო.

 

რამდენადაც ის მიწის ზევით კი არ დგას, არამედ მიწაშია "ჩაძირული". დაახლოებით მოედნის ცენტრში, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის წინ, ქვაფენილზევე, სქელი კვადრატული მინა დევს – ზედ ფეხით გავლა შეიძლება. მინის ქვეშ კი, მიწაში, მუდამ განათებული თეთრი ოთახია, რომლის ოთხივე კედელს ასევე თეთრი და ცარიელი თაროები შეადგენს. ცხადია, წიგნებით დახუნძლული თაროები იმ ეფექტს ვერ შექმნიდა, რასაც მათი შეუვსებლობა ქმნის. მოცემულ შემთხვევაში სწორედ ცარიელი თაროებია შემაწუხებელი და დამთრგუნველი. "ჩაძირული ბიბლიოთეკა" თავისი შინაარსით, მეტისმეტად მწუხარე და ხმაურიანი რამეა.

 

სტერილური თაროებიდან წიგნების აჩრდილები ყვირიან, ჩხავიან, ღრიალებენ... სიცარიელესაც შეუძლია იხმაუროს. და ბოლოს, იქვე დამონტაჟებულია მემორიალური დაფა ჰაინრიხ ჰაინეს სიტყვებით: "ეს მხოლოდ დასაწყისია. სადაც წვავენ წიგნებს, ბოლოს ადამიანებსაც დაწვავენ". სექსით დაკავებულია ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი დედამიწაზე. ასეთია სამყაროს მოწყობის მოდელი. ეს გამრავლების ფორმულაა. სექსი სიცოცხლის აუცილებელი პირობაა. სექსის არარსებობა კი სიკვდილია.

 

ვერ ვხდები, რატომ ელტვიან ქართველი ახალგაზრდები სიკვდილს და არა სიცოცხლეს? სხვა თუ არაფერი, სექსი ხომ წმინდა ფიზიოლოგიური მოთხოვნილებაა?! იმ გოგონებს კი, ვინც ჩემი წიგნები დაწვეს, ვურჩევდი, მალე გამოფხიზლებულიყვნენ და მალე მიეტოვებინოთ "ქალიშვილობის ინსტიტუტი". ქალიშვილობა ვერ გადაარჩენს საქართველოს", - აცხადებს ბურჭულაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42