ავარია მთვრალ მდგომარეობაში, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია - ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამართალი - 13:02, 09 Nov, 2018     2905
მთვრალ მდგომარეობაში ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მთვრალ მდგომარეობაში ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, ბრალდებული ა.თ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 13 ივლისს, ა.თ. მთვრალ მდგომარეობაში მართავდა „სუბარუ ლეგასი“-ს მარკის ავტომობილს და ახმეტის რაიონიდან თელავის რაიონის მიმართულებით გადაადგილდებოდა. თელავის რაიონის სოფელ რუისპირში მან „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 ქვეპუნქტის დაარღვია და გზის სავალი ნაწილის შემხვედრ, საპირისპირო ზოლში გადავიდა, რა დროსაც ჯერ მ.პ.-ს მართვის ქვეშ მყოფ „ოპელ მერივა“-ს მოდელის ავტომობილს, შემდეგ კი საპირისპირო ზოლში მარჯვენა გვერდულზე მდგარ ხეს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ა.თ.-ს ავტომობილში მყოფი მ.გ. გარდაიცვალა, ხოლო უ.ნ.-მ სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა ა.თ 2018 წლის 16 აგვისტოს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე და მეექვსე ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ა.თ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა" - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42