"საკმარისია შეხედოთ რუსულ საინფორმაციო საშუალებებს და მიხვდებით ვინ არის პრორუსი კანდიდატი"- ანდრეი ილარიონოვი ზურაბიშვილზე და კრემლის პოლიტიკაზე საუბრობს
პოზიცია - 12:37, 09 Nov, 2018     3012
ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართეს, სადაც რუსული ოკუპაცისა და 2008 წლის აგვისტოს ომზე ისაუბრეს.
ამერიკული ორგანიზაცია "კატონის" უნივერსიტეტის ექსპერტი, პოლიტოლოგი ანდრეი ილარიონოვი ამბობს, კითხვაზე - ვინ არის კრემლის მხრიდან მხარდაჭერილი კანდიდატი, პასუხი მარტივია და ის რუსული მედიასაშუალებებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებიდან თვალსაჩინოდ ჩანს.

პოლიტოლოგი ამბობს, რომ კრემლის მიერ მართული მედიასაშუალებები აგრესიულები არიან გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მიმართ.

„საკმარისია შეხედოთ რუსულ საინფორმაციო საშუალებებს და კითხვების ადგილი აღარ რჩება. ან იმ განცხადებებს, რომელსაც გამუდმებით აკეთებენ დსთ-ს ახალი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი და სხვა კვლევითი ცენტრები.

ეს სულ კრემლის დაფინანსებული ორგანიზაციებია. შეხედეთ მათ განცხადებს. პანიკაში არიან მის გამო რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები შეიძლება ვაშაძემ მოიგოს. მათთვის ეს რეალური კატასტროფაა, ამას არც მალავენ. ცხადია ვისაც უჭერს მოსკოვი მხარს. ეს ჩემი პოზიცია არ არის , თვითონ ამბობენ. რაც შეეხება ზურაბიშვილის განცხადებებს, როგორ შეიძლება თეთრზე შავი თქვა. რეალობაა საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. იქ განლაგებულია რუსეთის რეგულარული არმია. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ყველაფერს სახელი უნდა დაერქვას. პრობლემების მოგვარება შეიძლება სწორი დიაგნოზის დაცვით,“- განაცხადა ანდრეი ილარიონოვიმა.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებლის ნოდარ ხარშილაძის განცხადებით, კრემლთან დაახლოებული არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ მათთვის მისაღებია სალომე ზურაბიშვილი და მიუღებელია გრიგოლ ვაშაძე.

"სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა მოსკოვში აშკარაა, განცხადებები ოფიციალური პირების. მთავრობასთან არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ საუბრობენ, რომ მისაღებია ზურაბიშვილის კანდიდატურა და მიუღებელია ვაშაძე. ეს ფაქტია, ეს არ არის ვინმეს აზრი. გეოპოლიტიკურად კიდევ უფრო დაამძიმებს მდგომარეობას რაც დღეს საქართველოს აქვს ზურაბიშვილის არჩევა იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი გაიმაგრებს თავის პოზიციებს,“-განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

თორნიკე შარაშენიძე კი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი ხშირად აკეთებს განცხადებებს მიხეილ სააკაშვილის ჯიბრზე.

"სალომეს განცხადებები, რომელსაც ის ხშირად სააკაშვილის ჯიბრზე აკეთებს წყალს მოსკოვის წისქვილზე ასხამს. რუსეულ მედიაში არ მალავენ იმას, რომ მაინცდამაინც არ მოსწონთ ვაშაძის კანდიდატურა, რადგან მის უკან ხედავენ ერთი- სააკაშვილს, რაც მათთვის ბუნებრივია მიუღებელია და მეორე-თუ იმარჯვებს ოპოზიცია, ეს დემოკარტიზაციის პროცესია, რაც კრემლს არ აწყობს"- ამბობს შარაშნიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42