ანაკლიის პორტში მსოფლიოს უდიდესმა დამაღრმავებელმა გემმა „ათენამ“ 5 მილიონამდე კუბური მეტრი ქვიშა ამოტუმბა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:00, 09 Nov, 2018     1542

ანაკლიის პორტის საზღვაო სამუშაოები ოცდაოთხსაათიან, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა დამაღრმავებელმა გემმა „ათენამ“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე უკვე 5 მილიონამდე კუბური მეტრი ქვიშა ამოტუმბა და ხმელეთზე, 110 ჰექტარზე გადაიტანა. ეს პორტის მშენებლობისთვის ამ ეტაპზე დაგეგმილი საზღვაო სამუშოების 100 პროცენტია, რომელიც მასშტაბური სამუშაოების დაწყებიდან თვე ნახევარში განხორციელდა. მიმდინარე სამუშოებში, მსოფლიოს წამყვან ჰოლანდიურ კომპანია „ვან ოორდის“ სპეციალისტებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული.

მსოფლიოს წამყვანი საზღვაო საინჟინრო კომპანია „ვან ოორდი“, რომელსაც განხორციელებული აქვს ისეთი დიდი პროექტები, როგორიცაა დუბაის პალმების მშენებლობა, სუეცის არხის გაფართოება და სხვა, ანაკლიის პორტში ძალიან დიდ კონტრიბუციას ახორცილებს. ის არის როგორც პირველი მშენებელი და კონტრაქტორი, ასევე ინვესტორიც. 5 მილიონი კუბური მეტრი ქვიშა - რეკორდული ციფრია. ეს ის რაოდენობაა, რომლის სხვა მეთოდით სანაპიროზე მოტანას 500 000 სატვირთო მანქანა დასჭირდებოდა. ასევე მიმდინარეობს ამ მიწის დამუშავება და წყლისგან გამონთავისუფლება სპეციალური მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობით, რათა ქვიშას სასურველი სიმკვრივე მიეცეს. საზღვაო სამუშაოების მეორე ეტაპი ანაკლიის პორტში უკვე ზღვის ფსკერის საოპერაციო სიღრმემდე დაღრმავებას ითვალისწინებს,

რეკლამაციასა და დაღრმავებასთან ერთად თითქმის დასრულდა „ვან ოორდის“ მიერ ჩამოტანილი თანამედროვე სტანდარტების, უახლესი ტექნოლოგიის სადრენაჟო სისტემების მონტაჟი. დამონტაჟებულია 241,429 ერთეული, დრენაჟის ჯამური სიგრძე 2,5 მილიონ

მეტრს შეადგენს. აღნიშნული მოწყობილობა პორტის ტერიტორიაზე გადმოტანილი დიდი რაოდენობით ქვიშის ავტომატურ რეჟიმში წყლისგან გასაფილტრად გამოიყენება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. მთლიანობაში, პირველი ფაზის განმავლობაში, რომლის საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, პორტის სამუშაოებზე 1500 ადამიანის დასაქმებაა გათვალისწინებული.

პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იგეგმება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42