აფხაზეთში მოკლული 17 წლის ბიჭის ცხედრის ნაწილები 19 წლის შემდეგ გააერთიანეს
საზოგადოება - 10:52, 09 Sep, 2013     2515

გერგედავას დედა ნაირა კალანდია ,,კვირის პალიტრასთან“ საუბრისას ჰყვება, რომ ცხედრის ნაწილების გაერთიანება მხოლოდ წლების შემდეგ აფხაზი მეგობრბეის დახმარებით შეძლო. სოხუმის დაცემის შემდეგ გერგედავების ოჯახი ტყვეობაში აღმოჩნდა.

 

17 წლის ნუკრი გერგედავა დედის თვალწინ დახვრიტეს, დედა კი სასტიკად აწამეს. ამ სატანჯველის გამოვლის მიუხედავად, ინგირამდე ჩამოაღწია და შვილის ცხვირის ხრტილი თან წამოიღო. დედის თხოვნით, ნუკრი გერგედავას სხეული მისმა აფხაზმა მეგობრებმა აფხაზეთში, სოფელ ვარჩეში დაკრძალეს. დედამ კი შვილის სხეულის ნაწილი გარდაცვლილ მეუღლესთან ერთად თბილისში დაკრძალა. ,,ყოველი სექტემბრის მოახლოება ჩემთვის იმ კოშმარის განახლებაა, რაც გამოვიარეთ.

 

ჩემი ნუკრი არძინბას დაბადების დღეზე, 30 სექტემბერს დახვრიტეს. სამწუხაროდ, ეს საშინელება გააფხაზებულმა ქართველმა ჩაიდინა. შარშან ჩემი ვაჟის ბავშვობის აფხაზი მეგობრები შემეხმიანენ, შესაძლოა ნუკრის გადასვენებამ სადმე სხვაგან მოგვიწიოს, რადგან ვარჩეს სასაფლაოს აუქმებენო. იქ ძირითადად, ქართველები იყვნენ დასაფლავებული. ძალიან ავნერვიულდით და ვთხოვეთ, თუ მოხერხდებოდა, ნუკრის ნეშტი ინგირამდე მოეტანათ. მორიდებით მითხრა, ხარჯებთან არის დაკავშირებული, საკუთარი ჯიბიდან გავიღებდი, მაგრამ ამის საშუალება არა მაქვსო. მოკლედ, ნუკრის ნეშტის ამოთხრას, ყუთში მოთავსებას და ტრანსპორტირებას ფული სჭირდებოდა.

 

თანაც ხომ არ გგონიათ, რუსი მესაზღვრეები ნუკრის ცხედარს უპრობლემოდ გამოატარებდნენ?! მინიმალური თანხა 900 დოლარი იყო. იმ ახალგაზრდამ, თუ რამე მორჩება, უკან გამოგიგზავნითო... ერთმა ღვთის მადლით აღსავსე ქალმა მასესხა ფული, რომელიც შუამავალს გადავეცით,“-ჰყვება ნუკრი გერგედავას დედა ,,კვირის პალიტრასთან“ საუბრისას. ცხედრის იდენტიფიცირება თავის ქალაზე ნატყვიარითა და მეგობრისგან ჩატანებული ტყავის ქურთუკით მოხერხდა. დედა ამბობს, რომ მან შეძლო 19 წლის შემდეგ ცხედრის ნაწილების გაერთიანება და ეს უდიდეს ტკივილთან ერთად მისთვის სიხარულიც არის, რადგან ახლა შვილის საფლავზე მისვლა მაინც შეეძლება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42