„საპარტნიორო ფონდი“ სტუდენტთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლებისთვის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას აღრმავებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:22, 08 Nov, 2018     1237

„საპარტნიორო ფონდსა“ და „ საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ოფიციალურ დოკუმენტს ხელი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი დანელიამ და „საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტის“ რექტორმა აკაკი ხელაძემ მოაწერეს.

მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოში ხარისხიანი განათლების ხელშეწყობას, სტუდენტთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასა და სამეცნიერო გარემოს გაუმჯობესებას გულისხმობს.

„საპარტნიორო ფონდი“ სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს სტაჟირების გავლას ფონდსა და მის შვილობილ კომპანიებში სთავაზობს. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში კი, სტაჟირების პროგრამის პირობების გათვალისწინებით, ვაკანტური ადგილის არსებობის შემთხვევაში, დასაქმების შანსს აძლევს.

„საპარტნიორო ფონდი“ მზად არის, სტუდენტებს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციის მქონე პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში მხარი დაუჭიროს. ფონდი მიესალმება ხარისხიანი განათლების მიზნით, სტუდენტთა სტაჟირების ხელშეწყობას და მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას. დღეს ქვეყანაში ერთი მხრივ, სამუშაო ადგილების, მეორე მხრივ კი - პროფესიონალი კადრების დეფიციტია. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ, მოტივირებულ, წარჩინებულ სტუდენტებს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და კვალიფიკაციის ამაღლებაში დავეხმაროთ“, განაცხადა გიორგი დანელიამ.

სტუდენტების შერჩევა და მათი სამუშაოს მოცულობის განსაზღვრა მოხდება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე იმ პერიოდისთვის მიმდინარე პროექტებში მონაწილე ინდივიდებისა და ინსტიტუციების საჭიროებების გათვალისწინებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42