წლევანდელი ფესტივალი 6 ძირითად თემას მოიცავს. ესენია: მონაცემების კომუნიკაციაში დიზაინის გამოყენება; მონაცემთა ჟურნალისტიკა; ფინანსური მონაცემები და ტექნოლოგიები; მონაცემების გამოყენება პოლიტიკასა და მმართველობაში; ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება; მონაცემების გამოყენება ბიზნესსა და მარკეტინგში.
მონაწილეებმა პირველ დღეს ინდუსტრიის ლიდერებისგან ინსპირაციულ გამოსვლები მოისმინეს, მეორე დღეს კი გაიმართება თემატური სემინარები. მესამე დღე დაეთმობა datathon-ებზე პრაქტიკაში გასატარებელ იმ ცოდნას, რაც მონაწილეებმა პირველი ორი დღის განმავლობაში დააგროვეს.
„მოხარულები ვართ რომ საქართველოს ბანკის BOG Fintech მიმართულება ხელს უწყობს ასეთი მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებას, საინტერესო სემინარების ჩატარებასა და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გაზიარებას. DataFest Tbilisi უნიკალურია იმით, რომ იძლევა მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას კომუნიკაციის, ხელოვნული ინტელექტის, მონაცემთა გაცვლისა თუ ტექნოლოგიების მიმართულებით. საქართველოს ბანკის მიზანია რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარების ხელშეწყობა, ამ მიმართულებით ახალი შესაძლებლობების შექმნა. აღნიშნული ღონისძიების მხარდაჭერაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.
კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: www.datafest.ge.
მასალის გამოყენების პირობები






