მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმთა გუნდი ეპილეფსიის დიაგნოსტიკისა და ზედამხედველობის პროგრამის ხელშეწყობის მიზნით 9 ნოემბერს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალს ეწვევა. ვიზიტის მანძილზე ნევროლოგები პროფ. თეონა შათირიშვილი,ნევროლოგი ნინო დიხამინჯია, ნევროლოგ-ეპილეფტოლოგი ეკა გამცემლიძე, ნევროლოგი-ეეგ სპეციალისტი მზია ქავთარაძე კონსულტაციებს ჩაუტარებენ ეპილეფსიაზე საეჭვო როგორც პედიატრიულ, ისე მოზრდილ პაციენტებს, საჭიროების შემთხვევაში გადაიღებენ ელექტროენცეფალოგრამას.
ნევროლოგების გარდა, აქციაში მონაწილეობას მიიღებენ: პედიატრი/პულმონოლოგი პროფ. ივანე ჩხაიძე, ქირურგი ზვიად ბულისკერია, ენდოკრინოლოგი ნინო ხელაძე, კარდიოლოგი მზია კელენჯერიძე, ალერგოლოგი ლალი საგინაძე, ოფთალმოლოგი ხათუნა ჯაყელი, ორთოპედ/ტრავმატოლოგი მერაბ ვარძუკაშვილი, გასტროენტეროლოგი დავით მახათაძე.
ვიზიტის ფარგლებში ამბულატორიულ პაციენტებს ჩაუტარდებათ უფასო კონსულტაციები, საჭიროებისამებრ პაციენტებს უფასოდ გადაუღებენ თავის ტვინის ელექტროენცეფალოგრაფიას (ეეგ), ასევე რეგიონის ნევროლოგებთან და ოჯახის ექიმებთან ჩატარდება სამუშაო შეხვედრა ეპილეფსიის დიაგნოსტიკისა და ზედამხედველობის პროგრამასთან დაკავშირებით.
9 ნოემბერს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში კონსულტაციები 10:00 საათზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები