რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიას ხვალ დიპლომატები ეწვევიან
საზოგადოება - 20:31, 08 Sep, 2013     1051

ამის შესახებ ,,ნიუპოსტს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი კანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს.


მათივე განმარტებით, ცენტრი წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ინფექციური და არაგადამდები დაავადებების ეპიდზედამხედველობის, გარემოს ჯანმრთელობის, სამედიცინო სტატისტიკის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაზე.


ცენტრის სტრატეგიული მიზნები და ამოცანებია: გადამდები და არაგადამდები დაავადებებით განპირობებული ავადობის, ინვალიდობისა და სიკვდილიანობის შემცირება, გარემოს საზიანო ზემოქმედებისა და ქცევითი რისკ-ფაქტორების შეფასება და კორექცია მოსახლეობის ჯანმრთელობის სტატუსის გაუმჯობესების მიზნით, გამოყენებითი და ფუნდამენტური ბიოსამედიცინო და ბიოტექნოლოგიური სამეცნიერო კვლევები.


2013 წლის მაისში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან განხორციელდა "რიჩარდ გ. ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის" ინტეგრაცია, რომელიც განსაკუთრებით საშიშ პათოგენებთან მუშაობის ბიოუსაფრთხოების "მე-3" დონის თანამედროვე საერთაშორისო ცენტრს წარმოადგენს. ამ ცენტრს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ეპიდზედამხედველობის, ფუნდამენტური და გამოყენებითი ბიო-სამედიცინო მეცნიერებების (ბიოტექნოლოგიური მეცნიერებების) განვითარებისთვის.


ცენტრის ძირითადი ფუნქციაა დაავადებათა ლაბორატორიული ეპიდზედამხედველობა, განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა გამოვლენა და რეაგირება, ლაბორატორიული დიაგნოსტიკა და პრევენცია.
დიპლომატები და სხვა ოფიციალური პირები ხვალ ლუგარის ცენტრს ცენტრის მუშაობის გაცნობის მიზნით ეწვევიან.


დღის წესრიგის მიხედვით, მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი. დკსჯეც-ის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე კი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შესახებ პრეზენტაციას გამართავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42