„საქართველო პატარა ქვეყანაა, რომლისთვისაც მომგებიანია სატრანზიტო მარშრუტები საქონლისა და ტვირთებისათვის"- გიორგი ქობულია
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:40, 06 Nov, 2018     2391
სინგაპურში, ახალი ეკონომიკური ფორუმის გახსნის ცერემონიის ფარგლებში, გიორგი ქობულიამ მონაწილეობა მიიღო ოფიციალურ მიღებაში, რომელიც სახელმწიფო დელეგაციების წარმომადგენლებთან მაიკლ ბლუმბერგმა და ფორუმის დამფუძნებელმა პარტნიორებმა გამართეს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ახალი ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს, სადაც სიტყვით გამოვიდა მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ „სარტყელისა და გზის" პროექტისადმი მიძღვნილ პანელზე.


გიორგი ქობულიამ ფორუმის მონაწილეებთან დეტალურად ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომლითაც საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ახალი აბრეშუმის გზის პროექტში და იქცეს რეგიონულ ჰაბად ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ დერეფანში. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, რომლისთვისაც მომგებიანია სატრანზიტო მარშრუტები საქონლისა და ტვირთებისათვის. „ჩვენ, ასევე, ვცდილობთ მაქსიმალურად განვავითაროთ რკინიგზისა და პორტების ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის ფაქტია, რომ ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს უწყობს ქართულ კომპანიებს გავიდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე" - აღნიშნა გიორგი ქობულიამ სიტყვით გამოსვლისას.

ახალი ეკონომიკური ფორუმი 2018 წელს ამერიკელმა მილიარდელმა მაიკლ ბლუმბერგმა პარტნიორებთან ერთად დაარსა. ფორუმის ინაუგურაცია და პირველი გახსნა მიმდინარე წლის 6 ნოემბერს სინგაპურში შედგა, რომელშიც ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის 400-ზე მეტი ლიდერი მონაწილეობს. ორგანიზატორების განცხადებით, ფორუმი მიზნად ისახავს დღეს მსოფლიოში არსებული ეკონომიკური გამოწვევების განხილვას და მნიშვნელოვანი კონსტრუქციული დიალოგის პლატფორმის შექმნას საერთაშორისო ვაჭრობის, გლობალიზაციისა და ინოვაციების საკითხებზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42