რუსეთის მორიგი ჩარევა აშშ-ის არჩევნებში - რა განცხადებას ავრცელებენ ამერიკული სპეცსამსახურები
მსოფლიო - 14:58, 06 Nov, 2018     2524

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების და იუსტიციის სამინისტრომ, გამოძიების ფედერალური ბიურომ და ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისმა აშშ-ის კონგრესის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც რუსეთს კონგრესის არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობაში ადანაშაულებენ:

„ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ უცხოელი მოთამაშეები- განსაკუთრებით რუსეთი - აგრძელებენ საზოგადოებრივ და ამომრჩევლის განწყობაზე ზემოქმედების მცდელობას- რომლის მიზანიც არის უთანხმოების დათესვა, ამას ისინი აკეთებენ პოლიტიკურ პროცესებთან და კანდიდატებთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციების გავრცელებით, ავრცელებენ პროპაგანდას სოციალურ ქსლებში და სხვა ტაქტიკის დახმარებით. ამერიკელ ხალხს შეუძლია წინ აღუდგეს ამ მცდელობებს იმით, რომ იყოს უფრო გაცნობიერებული, შეატყობინოს შესაბამის უწყებებს მსგავსი ქმედებების შესახებ და მომავალში ინფორმაციის მოხმარებისას იყოს უფრო ყურადღებიანი.“- ნათქვამია აშშ-ის სპეცსამსახურების განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აშშ არ მოითმენს რუსეთის, ჩინეთის, ირანის და სხვა ქვეყნების მხრიდან არჩევნებში ჩარევას.

სექტემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას სანქციების შესახებ, რომელიც ქვეყენაში არჩევნებში ჩარევას ეხება. შესაძლო შეზღუდვებს შორისაა აქტივების გაყინბა და აშშ-ის ბანკებთან საქმიანობის წარმოება. ამერიკელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აეკრძალებათ იმ სტრუქტურებთან თანამშრომლობა, რომლების წინააღმდეგაც სანქციები გატარდება.

აშშ-ში კონგრესის არჩევნები 6 ნოემბერს ტარდება. არჩევნებზე წარმომადგენელთა პალატის წევრებს და 35 სენატორს აირჩევენ, ასევე რამდენიმე შტატის ხელმძღვანელს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42