საქართველოს ბანკმა CSR ის მიმართულებით განხორციელებული პროექტები შეაჯამა და ახალი მასშტაბური პროექტის დაწყების შესახებ განაცხადა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:23, 06 Nov, 2018     1222
მთელი საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული პროექტები შეაჯამა და განათლების მიმართულებით ახალი საქვეყნო პროექტის დაწყების შესახებ განაცხადა. პროექტი საქართველოს 20-მდე რეგიონალურ კლასტერში ინგლისური ენის გავრცელების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მთელი საქართველოს მასშტაბით მოსწავლეებს და მასწავლებლებს ინგლისური ენის შესწავლის შესაძლებლობა მიეცემათ. განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის, როგორც სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, მნიშვნელოვან და უცვლელ პრიორიტეტად რჩება. საქართველოს ბანკი წლებია კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მხარს უჭერს საგანმანათლებლო პროექტებს ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამისა და ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამის განხორციელებით, რომლის ფარგლებშიც ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ განათლება დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. საქართველოს ბანკი ასევე გასცემს გრანტებს საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. საქართველოს ბანკის მიერ 3 402 196 ლარით დაფინანსებულია 509 სტუდენტი საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ.


„კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ქვეყნის წამყვანი ბანკისათვის მნიშვნელოვანია განათლების ხელშეწყობა. ამაზე მეტყველებს ახალი ინიციატივაც და უკვე განხორციელებული პროექტებიც. მაგალითისთვის, საქართველოსა და მსოფლიოში არაორდინარული, საინტერესო, შთამაგონებელი იდეების გავრცელებისა და განათლების ხელშეწყობის მიზნით მეექვსე წელია ბანკი TEDx თბილისის მხარდამჭერია. ბანკი ასევე ზრუნავს ეკოლოგიაზე და ყოველწლიურად მხარს უჭერს 10 დაცული ტერიტორიის მოვლა-შენარჩუნებას Caucasus Nature Fund -თან ერთად. გარემოზე ზიანის შესამცირებლად, კომპანიის ოფისში განთავსებული მწვანე ყუთების საშუალებით, გროვდება და მუშავდება მაკულატურა. საქართველოს ბანკმა ეკოლოგიის მიმართულებით - 1 726 912 ლარი გამოყო. ბანკი ხელს უწყობს სოციალური საწარმოების შექმნა/განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, 2016 წლიდან 2018 წლამდე გამოცხადებული სოციალური მეწარმეობის კონკურსის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საერთო ჯამში 400 000 ლარით 10 სოციალური საწარმოს პროექტი დაფინანსდა ლაგოდეხში, წნორში, ნუკრიანში, საგურამოში, კასპში, გარიყულაში, ბათუმსა და თბილისში. საქართველოს ბანკის მიერ დონაციისთვის შექმნილი სპეციალური პლატფორმის Donate.ge-ს მეშვეობით კი შეგროვდა 44 381 ნივთი, რომელიც 1 360 ბენეფიციარს გადაეცა“,- განაცახდა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42