ქარელში ამოუცნობი მოვლენა ხდება: უხილავი არსება სახლებს ქვებს ესვრის და ხანძარს აჩენს
საზოგადოება - 12:48, 08 Sep, 2013     2866

 

ზემოთხსენებულ პრობლემაზე სიჟეტი "რუსთავი2"-მაც მოამზადა, სადაც აღწერილია, რომ ქარელის რაიონის სოფელ ზღუდერში უხილავი არსება საცხოვრებელ სახლებს ქვებს ესვრის და ხანძარს აჩენს, თუმცა, კვალს არ ტოვებს. ადგილობრივთა განცხადებით, თვეზე მეტია, ღამით ნორმალურად არ სძინავთ.

 

"რუსთავი 2″–თან ისინი ამბობენ, რომ უხილავი არსება ბეტონის ნატეხებს ისვრის, ღამის საათებში სახლებს ქვებს უშენს, ამსხვრევს მინებს, შედის სახლებში და ფარდებს უკიდებს ცეცხლს. სიტუაცია მას შედეგ კიდე უფრო გამწვავდა, რაც სოფლის მაცხოვრებლებმა პოლიციას განცხადებით მიმართეს. აღნიშულ განცხადებაზე ხელმომწერ ერთ–ერთ ოჯახს ხელმოწერის დღესვე უხილავმა ქვებით ფანჯრები ჩაუმტვრია. ერთი ადგილობრივის თქმით კი, წერილი იპოვა, სადაც უხილავი ყველას დახოცვით იმუქრება. სოფელში მუდმივი მორიგეობის მიუხედავად პოლიციამ ეჭვმიტანილს ჯერ ვერ მიაკვლია.

 

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით იგივე ხდება სოფელ თორტიზასა და ქალაქ გორშიც, კერძოდ ვერხვებზე.

 

შეგახსენებთ, რომ მსგავსი შემთხვევები საქართველოს სხვა კუთხეებშიც მომხდარა. მაგალითად, ცნობილია შემთხვევა ხონის მახლობლად, სადაც ერთერთ სოფელში თითქმის ანალოგიური ფაქტები ხდებოდა. იყო ადამიანების გაუჩინარების ფაქტები, ქვების სროლისა და ჭურჭლის მსხვრევის ფაქტები. მსგავსი ამოუხსნელი მოვლენები სამეგრელოშიც მომხდარა და რამდენჯერმე სოფლის დაცლის მიზეზიც გახდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42