საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სალიზინგო კომპანიას 'B+' positive რეიტინგი მიანიჭა
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:54, 05 Nov, 2018     1403
საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, შვილობილ კომპანიას- საქართველოს სალიზინგო კომპანიას, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა გრძელვადიანი ემიტენტის სტანდარტული რეიტინგი 'B+' positive მიანიჭა. საკრედიტო რეიტინგის აღებაში საქართველოს სალიზინგო კომპანიას კონსულტაციას წამყვანი საინვესტიციო ბანკი - სს გალტ & თაგარტი უწევდა. რეიტინგის მინიჭების კრიტერიუმად საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ აიღო ისეთი მაჩვენებლები როგორიცაა: საქართველოს სალიზინგო კომპანიის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მაჩვენებლები, მისი სტაბილურობა და სამომავლო განვითარების პერსპექტივა. კრედიტუნარიანობის შეფასებისას Fitch-მა ასევე გაითვალისწინა კომპანიის ბიზნეს-მოდელი, საკრედიტო და სავალუტო რისკები. სააგენტო მიიჩნევს, რომ სალიზინგო კომპანიის სტრატეგიული მნიშვნელობა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერა იძლევა იმის პერსპექტივას, რომ კომპანია რეიტინგის შენარჩუნებასა და მის კიდევ უფრო გაუმჯობესებას გააგრძელებს.


საქართველოს სალიზინგო კომპანია საქართველოს ბანკის ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელსაც 17 წლიანი გამოცდილება აქვს ადგილობრივ ბაზარზე სალიზინგო მომსახურების სფეროში. საქართველოს სალიზინგო კომპანია იყო პირველი კომპანია, რომელმაც მომხმარებლებს საქართველოში შესთავაზა ლიზინგი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული წყარო და ამ მისიას დღესაც წარმატებით ახორციელებს. საქართველოს სალიზინგო კომპანია დამწყებ, მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს სალიზინგო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს, მათ შორის: ფინანსურ, დაბრუნებით და საოპერაციო ლიზინგს. 2015 წლიდან კი უკვე ფიზიკურ პირებსაც მიეცათ საშუალება ლიზინგით სარგებლობის, მათ შორის ისეთი ექსკლუზიური პროდუქტებით როგორიც იმ დრომდე ბაზარზე არ იყო წარმოდგენილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42