გრიგოლ ვაშაძისთვის „რესპუბლიკური პარტიის“ მხარდაჭერა დადებითი მოვლენაა - ნიკა მელია
პოლიტიკა - 12:38, 02 Nov, 2018     747
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ნიკა მელია "რესპუბლიკური პარტიის" ღია მხარდაჭერას დადებით მოვლენად აფასებს და ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტი გახდება, ის ანგარიშვალდებული იქნება ყველასთან.

ნიკა მელიას თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვაშაძე ბევრი პოლიტიკური თუ სამოქალაქო ჯგუფის წინაშე იყოს ვალდებული.

„მას შემდეგ, რაც გრიგოლ ვაშაძე შეუდგება უფლებამოსილების შესრულებას, ძალიან მნიშვნელვანია, რომ ის იყოს ანგარიშვალდებული ყველასთან და არა ერთ, ორ ან თერთმეტ პოლიტიკურ სუბიექტთან. საზოგადოებაში არის სხვადასხვა განწყობა და ყველა განწყობას სჭირდება თვალის გასწორება. მე გრიგოლ ვაშაძეში ვხედავ იმ ადამიანს, რომელიც არ იქნება ვიღაცაზე მიბმული ადამიანი“, - თქვა ნიკა მელიამ.


მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძეს მხარს უჭერს ის პარტია, რომელმაც რეალურად "ქართული ოცნება" მოიყვანა ხელისუფლებაში.

"რა მორალური უფლებით უნდა ისაუბროს „ქართულმა ოცნებამ" იმ წლებზე, რითაც აპელირებს, როდესაც გრიგოლ ვაშაძეს მხარს უჭერს ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც მოიყვანა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში.

მერე წამოვიდა, მას შემდეგ, რაც „ივანიშვილმა შობა" „ფარხცალაძეები", „სუბელიანები" და წინა ხელისუფლების უდიდესი ნაწილი, რომელსაც ის აკრიტიკებდა, თავად მიიტმასნა.

რეალურად წინა ხელისუფლების 60%, რომელთანაც იყო კითხვები, პრეტენზიები, ბიძინა ივანიშვილს ჰყავს. კიბატონო, ღმერთმა შეარგოს ივანიშვილს ფარცხალაძე და მურუსიძე, უბრალოდ, ქვეყანა ზიანდება ამით.

მაგრამ მიხარია, როცა ჯანსაღი ნაწილი ყოფილი „ქართული ოცნებისა“, კოალიციისა დღეს არის გრიგოლ ვაშაძის გარშემო გაერთიანებული“, - განაცხადა მელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42