„უპირველეს ყოვლისა უღმესი მადლობა „რესპუბლიკურ პარტიას“ და რესპუბლიკური პარტიის ლიდრებეს, ეს მორალურ, ინტელექტუალურ, ყველანაირ წვლილს შემოიტანს ჩვენს კამპანიაში. მეორე, ჩვენ ისეთი საკითხები განვიხილეთ, სადაც თანხვედრა გაქვს და არავიტარი განსხვავებები არ გვაქვს, ეს არის ევროპული ინტეგრაცია, ეს არის ატლანტიკური ინტეგრაცია, ეს არის სასამართლოს გადაუდებელი რეფორმა და ეს არის შეწყალება და ამნისტია იმ ადამიანები, რომლებიც ახლა ციხეში იმყოფებიან ნარკოტიკების შეძენა-შენახვაზე, რაც მთავარია, რესპუბლიკური პარტია და გაერთიანებული ოპოზიცია თანხმდება იმაზე, რომ ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დღეს არის საქართველოში, აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული იმ სისტემის დემონტაჟისთვის, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ, ბადებს ერთპიროვნულ ან ერთპარტიულ მმართველობას, ეს არის ჩვენი ბოლო შანსი, ამის ხელიდან გაშვება არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში. პოლიტიკური რეფორმები გვჭირდება სასწრაფოდ და ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ საკითხში ჩვენ ერთი აზრი გვაქვს.
„რესპუბლიკელებს“ უზარმაზარი გამოცდილება აქვთ ელექტორალური, უზარმაზარი გამოცდილება მოდის ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის დროიდან, უზარმაზარი გამოცდილება აქვთ, რაც შეეხება კონსტიტუციურ საკითხებს, უზარმაზარი გამოცდილება აქვთ რაც შეიძლება რეგიონებში მუშაობის, შეკითხვა იყო ასეთი, რეგიონებში რითი დაეხმარებითო, რეგიონებშ დახმარება არ არის საკმარისი ან აუცილებელი, მოკლედ რომ ვთქვა, დებატებში მონაწილეობაც კი ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ადამიანებს უზარმაზარი გამოცდილება აქვთ, რომელსაც ჩვენც შეგვმატებენ", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






