„რესპუბლიკური პარტია“ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატსა და წევრებს შევხვდა. „ძალა ერთოაბშიას“ საარჩევნო შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას ლევან ბერძენიშვილმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რაზეც გაიმართა მათ შორის კონსულტაციები და განაცხადა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ გრიგოლ ვაშაძეს იმ რესურსით, რაც გააჩნია საპტრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარს უჭერს:
„ჩვენ მოვედით, რომ გამოვხატოთ მხარდაჭერა გრიგოლ ვაშაძის მიმართ საპრეზიდენტო არჩევნებში, განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც საერთო ინტერესის საგანია, მათ შორის ის, რომ პრეზიდენტმა უნდა იზრუნოს რომ პრეამბულაში ავიდეს გარკვეული საკითხები, ვიმსჯელეთ იმაზე, რომ შენახვა-შეძენაზე ვინც არიან, პრეზიდენტმა რომ შეიწყალოს, არის ლაპარაკი სასამართლო ცვლილებებზე, გრიგოლს აქვს მოსაზრებები, ეს საკითხები განვიხილეთ და ვთქვით, რომ რესპუბლიკური პარტია იმ რესურსებით, რაც მას გააჩნია უჭერს მხარს.
ჩვენ მოვედით იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ბატონ გრიგოლ ვაშაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში, სხვა საკითხებზე გაერთიანებულ ოპოზიციასთან არ გვქონია საუბარი, რა საშულაბებიც გვაქვს ორგანზიაციებში, ისე დავუჭერთ მხარს, სადაც არა - ინტელექტუალურად“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






