"აღსაზრდელებს აღენიშნებოდათ პირღებინება, დიარეა და ტემპერატურის მატება" - ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 09:46, 02 Nov, 2018     768

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ რამდენიმე დღის წინ აღსაზრდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ბაღებში მიღებული საკვებით ინტოქსიკაციის შედეგად არ ყოფილა გამოწვეული.

"თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგისა და შესაბამისი კვლევების ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ იმ საბავშვო ბაგა-ბაღებში, სადაც დაფიქსირდა ნაწლავური ინფექციით აღსაზრდელთა დაავადების ფაქტები, საკვები პროდუქტები აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, არის ეკოლოგიურად სუფთა და არ შეიცავს ჯანმრთელობისათვის საშიშ მიკრობიოლოგიურ ელემენტებს. საბავშვო ბაღებში არსებული პროდუქტის სინჯები გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საგამოცდო ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. კვლევა ადასტურებს, რომ აღსაზრდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არ ყოფილა ბაგა-ბაღებში მიღებული საკვებით ინტოქსიკაციის შედეგად გამოწვეული. საკვების პარალელურად, ლაბორატორიულად შემოწმდა ბაღების კვების ბლოკიდან აღებული წყალი, კედლის სინჯები და საკვებთან კონტაქტში მყოფი პერსონალი.

15 ოქტომბრის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა ჯანმრთელობის გაუარესების ფაქტების შესახებ ინფორმაცია ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თბილისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა გასულ კვირას მიაწოდა. ინფორმაციის თანახმად, ყველა პაციენტს აღენიშნებოდა იდენტური სიმპტომები - გულისრევა, დიარეა და მაღალი ტემპერატურა. დიაგნოზი ერთეულ შემთხვევებში იყო შიგელა ანუ დიზენტერია.

აღნიშნულ ინფორმაციას, კვებითი ინტოქსიკაციის გამორიცხვის მიზნით, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მხრიდან მოჰყვა მყისიერი რეაგირება და მიზეზების დადგენისთვის განხორციელდა ყველა საჭირო ღონისძიება.

აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ საბავშვო ბაღებში შესული პროდუქტის ვარგისიანობა დასტურდება მომმარაგებელი კომპანიის მიერ ყოველკვარტალურად წარმოდგენილი ხარისხის სერტიფიკატებითა და თვეში ერთხელ წარმოდგენილი მიკრობიოლოგიური კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტებით.

აღსანიშნავია, რომ მომწოდებელ კომპანიას ინდივიდუალური ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული თბილისში მოქმედ 180 ბაგა-ბაღთან და თითოეული მათგანი პროდუქტს ამოწმებს როგორც დოკუმენტურად, ისე ვიზუალურად, დაწესებულებაში მისი შეტანის მომენტში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თბილისის ბაღებში ჰიგიენისა დაცვა ხდება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, ამასთან, მუდმივი ხასიათი აქვს მონიტორინგს, რომელსაც სააგენტოს სპეციალისტები და სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველდღიურ რეჟიმში ატარებენ" - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42