ზუგდიდის ყოფილი მერისა და მისი მოადგილის დაკავებას მმართველი გუნდის წარმომადგენლები ეხმაურებიან. გია ვოლსკის განცხადებით, ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება ამ დრომდე იმ მიზეზით არ მოხდა, რომ გამოძიება მტკიცებულებებს აგროვებდა:
"საზოგადოებისგან ვერ დავმალავთ იმას რომ რაღაც პროცესი მიმდინარეობს გამოძიების. და გამოძიებას როგორც კი ხელთ ჰქონდა რეალური მასალა, რომ არ ემოქმედა გამოდის, რომ ჩვენ რაღაც არჩევნებს ველოდებით და თუ კი რაღაც დანაშაულია ჩადენილი, ეს დანაშაულზე რეაგირება რაღაცნაირად უკავშირდება პოლიტიკურ პროცესს. კანონის გათვალისწინებით რაც მთავარია მოხდა ეს დაკავება. თუმცა მე რა საკვირველია განვიცდი, როგორც ადამიანი ნებისმიერ დაკავებას, მაგრამ რეალურად, სამწუხაროა მაგრამ ეს გარდაუვალი იყო,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.
ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და მისი მოადგილე გია გულორდავა დღეს დააკავა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს ბრიფინგი გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები






