უკვე ცნობილია, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ მეორე ტურის წინ სტრატეგია შეცვალა და საგანგებო რეჟიმზე გადადის.
მეორე ტურის წინ ორი შტაბი შეიქმნა, ქვეყნის მასშტაბით შტაბის ხელმძღვანელად ირაკლი კობახიძე დაინიშნა, მან უკვე გამართა კონსულტაციები დეპუტატებთან. არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში თბილისის საკრებულოს წევრები და გამგებლები, თბილისის შტაბის ხელმძღვანელმა კახა კალაძემ დაიბარა.
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატებს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ, შედგა სხვადასხვა შეხვედრები. ამ წუტებშ კი თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს დეპუტატებსა და რაიონების გამგებლებს ხვდება.
მეორე ტურის წინ ორი შტაბი შეიქმნა, ქვეყნის მასშტაბით შტაბის ხელმძღვანელად ირაკლი კობახიძე დაინიშნა, მან უკვე გამართა კონსულტაციები დეპუტატებთან.
„დღეს არის შეხვედრა თბილისის საარჩევნო შტაბთან რომ უფრო დამაჯერებლად მოვიგოთ მეორე ტურში“ -ამბობს საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა.
მასალის გამოყენების პირობები






