"ღიად დააფიქსირეთ, იღებთ თუ არა „პატრიოტთა ალიანსის" და "ქართული მარშის" მხარდაჭერას"- ბოკერიას მიმართვა ივანიშვილ-ზურაბიშვილს
პოლიტიკა - 15:26, 01 Nov, 2018     1037
"ევროპული საქართველო" სალომე ზურაბიშვილს, ბიძინა ივანიშვილს და მათ გუნდს კითხვით მიმართავს, იღებენ თუ არა ისინი „პატრიოტთა ალიანსის" და "ქართული მარშის" მხარდაჭერას.

„ბოლო დღეებში პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, ხელისუფლების დაკვეთით და შეიძლება არამხოლოდ ხელისუფლების დაკვეთით, ღიად გამოჩნდნენ და გააქტიურდნენ პირდაპირ პუტინის რუსეთთან დაკავშირებული და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის მტრულად განწყობილი ძალები. სალომე ზურაბიშვილს ღია მხარდაჭერა გუშინ გამოუცხადა პატრიოტთა ალიანსმა, რომელიც მოსკოვში დადის პუტინთან, ღიად ანტიდასავლურია და პირდაპირ საქართველოს თავისუფლების მტერია. ასევე ქართულმა მარშმა, მისმა ლიდერებმა და სხვა წვრილ-წვრილმა ჯგუფებმა, რომლის შესახებაც ყველაფერი ცნობილია. ჩვენ მივმართავთ სალომე ზურაბიშვილს და ქართულ ოცნებას, რომ დააფიქსირონ მკაფიო პოზიცია იღებენ თუ არა მხარდაჭერას ასეთი ჯგუფებისგან, როგორიცაა პატრიოტთა ალიანსი და ქართული მარში, ანუ ირგებენ თუ არა მათ მხარდაჭერას, თუ ემიჯნებიან ამ მხარდაჭერას და აფიქსირებენ მკაფიო პოზიციას, რომ ამ ჯგუფებთან საერთო არაფერი არ აქვთ. თუ მკაფიო პასუხს არ გასცემენ ამ კითხვას, კიდევ ერთხელ დაადასტურებენ იმას, რომ ეს ჯგუფები მოქმედებენ ხელისუფლების დაკვეთით, მათი მფარველობის ქვეშ იყვნენ, მათი შექმნილია ნაწილობრივ მაინც ეს ჯგუფები და დაადასტურებენ კიდევ ერთხელ იმას, თუ რატომ არ შეიძლება საქართველოს პატრიოტმა მოქალაქემ ხმა მისცეს სალომე ზურაბიშვილს და რატომ უნდა მოვიდეს ყველა და ხმა მისცეს ოპოზიციის გამარჯვებულ კანდიდატს, იმიტომ რომ გუნდი, რომელიც პატრიოტთა ალიანსის ნაირ და ქართული მარშის ნაირ გუნდებს იყენებს გვერდში, რომლისთვისაც მისაღებია ასეთი ჯგუფის მხარდაჭერა. თუ ასეთი ჯგუფები მისაღებია, მაშინ შენც მათი წარმომადგენელი ხარ. თუ არ ემიჯნები მათ, მაშინ ქართული მარშის, პატრიოტთა ალიანსის და პროპუტინული ძალების ლიდერად თვითიდენტიფიცირებას ახდენს ქართული ოცნება და სალომე ზურაბიშვილი. მინდა ვთხოვო მედიას, სადაც შანსი ექნებათ ეს კითხვა დაუსვან მათი გუნდის ნებისმიერ წარმომადგენელს“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42