ვაჩაძის, კიდევ ერთი მათი მხარდამჭერი, ჩომარიანი არის სასტიკად ნაცემი. ამის შესახებ ახლა გახდა ცნობილი, რადგან გიორგი ვაშაძის განცხადებით, ეს უკანასკნელი დააშინეს და გააჩუმეს:
“ჩვენი ინფორმაციით კიდევ ერთი ადამიანია ნაცემი, რომელიც ახლა იმყოფება ახალქალაქში, აქვს ნეკნები დაზიანებული, ის დააშინეს და დამალა ეს ფაქტი, მის ცემაში ასევე უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი ენძელ მკოიანი, რომელიც პირდაპირ დაესხა თავს, ეს არის ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფი, აუცილებლად პასუხს მიიღებენ. მსურს კიდევ ერთხელ მოვუწოდო საზოაგდოებას, ვქმნით ექსპერტ-კრიმინალისტების, გამომძიებლების და ადვოკატების ჯგუფებს, რომლებიც მოგვეხმარებიან ასეთ საქმეებში, რამდენიმე ჯგუფი უკვე გვყავს, მათ შორის ახალაქალაქში, ამ დრომდე არ მოგვისმენია ჯანდაცვის მინისტრისგან არც ერთი განცხადება, არ გრცხვენიათ, რომ ექიმებმა დამტვრეული, დასახიჩრებული ადამიანები გამოწერეს, აიძულეს რაღაც ფურცელზე მოეწერათ ხელი და ბედის ანაბარა დატოვეს სახლებში. ჯანდაცვის მინისტრი სად არის? პირადად მე დავრეკე კატასტროფის ცენტრში და მოვითხოვე მანქანის გამოძახება, რაზეც უარი გვეთქვა და მოგვიწია კერძო მანქანების გამოძახება, აუცილებლად მივმართავ ომბუდსმენს. ეს არის კრიმინალური ბანდფორმირება, რომელსაც ხელძღვანელობს ენძელ მკოიანი, აშინებს ხალხს, უგზავნის ხალხს და აიძულებს ჩვენება შეცვლაონ, ეს არის განსაკუთრებით მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული, ამაზე არის მაღალი პასუხისმგებლობა, მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, აუცილებლად გამოვიძიებთ, იმიტომ რომ ჩვენ ვუდგებით პროფესიონალურად, თქვენ არ იძიებთ? ჩვენ გამოვიძიებთ და დავდებთ ყველა მტკიცებულებას ამ საქმეზე. მივაწოდებთ ინფორმაციას საერთაშორისო კოლეგებს, აშშ-ის საელჩო მოახდენს შესაბამის რეაგირებას და ჩემი ინფორმაციით ჩამოვლენ შესაბამისი ჯგუფები. ერთი თმის ღერი არ ჩამოუვარდეს იმ ადამიანს, რომლის დაშავების შესახებაც ახლა გახდა ცნობილი და იმყოფება ახალქალაქში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






