„მთავარი მიზეზი ლარის გაუფასურების, ჩვენ ამას მივაწერთ ბიუჯეტიდან არათანაბარ ხარჯვას. ასევე რეფინანსირების სესხების უკონტროლოდ გამოშვებას ეროვნული ბანკის მხრიდან. მაგრამ ბოლო პერიოდში, ახლა რაც ხდება არჩევნების მეორე ტურში გადავედით, ის უკვე მიერთებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატს და ცდილობენ რომ რაღაცნაირად მაქსიმალურად დაიჭირონ ლარი. აპირებს შეამციროს საბიუჯეტო ხარჯები, მთავრობის ეკონომიკური გუნდი მაგრამ ეს ხარჯების შემცირება მოსახლეობაში ფულის არასაკმარის რაოდენობას გამოიწვევს და გამოიწვევს ისევ გაჭირვებული ცხოვრების კიდევ უფრო გაუარესებას,“- ამბობს „საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის" ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ.
ეკონომისტების ცნობით, მთავრობა მთელი 6 წლის განმავლობაში ზრდის გადასახადებს და არ ამცირებს დეფიციტს და ვალებს.
„ფაქტი ერთია, რომ ეკონომიკური პოლიტიკა უნდა გამოსწორდეს წინააღმდეგ შემთხვევაში უკეთესობას არ უნდა ველოდოთ. თუ ეკონომიკური პოლიტიკა გამოსწორდება ამ შემთხვევაში ერთადერთი შანსია იმისი, რომ ლარი არ გაუფასურდეს არა თუ გამყარდეს,“- მიიჩნევს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






