„აზერბაიჯანის რკინიგზის“ ინფორმაციით, ამ მიზნით 2019 წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანი შვეიცარიული კომპანია Stadler-ისგან ახალ ვაგონებს მიიღებს.
„პირველ ეტაპზე იგეგმება 10 ახალი ვაგონის მიღება, მეორე ეტაპზე კიდებ 10-ის. ვაგონები უახლესი ტექნოლოგიებითაა დამზადებილი“- აღნიშნავენ „აზერბაიჯანის რკინიგზაში“
გარდა ამისა, როგორც „აზერბაიჯანის რკინიგზაში“ აღნიშნავენ, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინნიგზის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მასზე გადატანილი იქნა დაახლოებით 3 ათასი კონტეინერი.
„ამ გზაზე ძირითადად გადაიტანება სამშენებლო მასალები, ელექტრომოწყობილობები, სარეცხი საშუალებები, მარცვლეული, ზეთოვანი პროდუქცია და სხვა საქონელი ჩინეთიდამ, ცენტრალური აზიიდან, რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან თურქეთში და უკან“- განმარტავენ „აზერბაიჯანის რკინიგზაში“.
აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასტან დაკავშირებით დიდი მოლოდინები აქვთ და იმედი აქვთ რომ ეს რკინიგზა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ამ ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის ზრდაში.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გახსნაზე საზეიმო ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო პორტში გაიმართა.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე აშენდა. საწყის ეტაპზე გათვლილია, რომ რკინიგზაზე 6,5 მილიონი ტონა ტვირთის და მილიონამდა მგზავრის გადაყვანა მოხდება.
მასალის გამოყენების პირობები






