„ქართული მარში“ არჩევნების ბოიკოტირების რეჟიმს ასრულებს და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ულტიმატუმით მიმართავს. სანდრო ბრეგაძე ივანიშვილს ორ პირობას უყენებს, რომელთა შესრულების შემთხვევაში, „ქართული მარში“ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს არჩევნების მეორე ტურში მხარს დაუჭერს:
„ქართულმა მარშმა“ არჩევნების პირველ ტურს გამოუცხადა ბოიკოტი და თავის მომხრეებს, რომლებიც არიან საქართველოს სხვადასხვა რაიონებში, რეგიონებში, ათიათასობით მომხრეს მოუწოდა, რომ არ მისულიყვნენ არჩევნებზე და ჩვენ არ ვყოფილვართ არჩევნებზე, ანუ ჩვენი ხმები არ ყოფილა არჩევნების პირველი ტურის დროს. ჩვენმა ერთობლივმა სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება, ეს შეხვედრა გუშინ ძალიან გვიან დამთავრდა, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი და ეს პოლიტიკური კრიზისი ყოველ წუთიერად და ყოველდღიურად ღვიდება. ასევე, დარწმუნებულები ვართ, რომ არჩევნების მეორე ტური შეიცავს უდიდეს საფრთხეს დესტაბილიზაციისა და არსებობს ძალიან დიდი საფრთხე იმისა, რომ ქვეყანა მოექცეს ძალადობის მორევში და პროცესები წავიდეს ძალადობრივი გზით, ჩვენ გვაქვს ამის ინფორმაციებიც, ჩვენ გვაქვს ასევე გარკვეული ცნობები იმის შესახებ, რომ ყველა მხრიდან ჯგუფები ემზადებიან ძალადობრივი აქტებისთვის, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მეორე ტურისთვის მოვხსნათ ჩვენი ბოიკოტის რეჟიმი და ჩავერთოთ აქტიურად, საარჩევნო პროცესში. ჩვენ პირველ რიგში ვსაზღვრავთ, რომ რა თქმა უნდა „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში, ეს არის კატასტროფული შედეგების მომტანი ქვეყნისთვის, მაგრამ ასევე გვინდა გავაფრთხილოთ ხელისუფლება, რომ თუ იქნება მათი მხრიდან გადაცდომები და ძალადობა, „ქართული ოცნების“ ეს ქმედებები მიიყვანს კატასტროფულ შედეგებამდე ქვეყანას.
ამიტომ, ჩვენ მივმართავთ „ქართულ ოცნებას“ და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, თუ გსურთ, რომ არჩევნების მეორე ტურში, ეროვნული ძალების, ქართული მარშის და სხვა ორგანზიაციების მხარდაჭერა მიიღოს თქვენმა კანდიდატმა, ქალბატონმა ზურაბიშვილმა, რომლის კანდიდატურის წინააღმდეგებიც ჩვენ თავიდან ვიყავით, ამისათვის საჭირო არის ორი მოთხოვნის შესრულება, რომელ მოთხოვნასაც ჩვენ ვაყენებთ ოფიციალურად და რომელი მოთხოვნაც შევა საქართველოს პარლამენტში, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში.
პირველი - სასწრაფო წესით გაწვეულ იქნას მარიხუანის კულტივაციის კანონი.
მეორე - დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“, - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






