"ვარ ასე დათრგუნული და დაცინული... ტყვია მირჩევნია ამის ყურებას"- ლევან ვასაძე
პოლიტიკა - 12:59, 01 Nov, 2018     4599
ბიზნესმენი და "რაინდი" ლევან ვასაძე რადიო „კომერსანტთან“ ინტერვიუში იმ მიზეზებზე საუბრობს თუ რატომ არ მოვიდა პოლიტიკაში:


„ერი დაითრგუნა, მორალურად განადგურდა, მიწასთან გასწორდა და დაიჯერა, რომ ამ ქვეყანაზე სამართალი არ არსებობს. ასეთ ფსიქოლოგიურ კრიზისში მყოფი საზოგადოება ვერაფერს შექმნის და მხოლოდ ლოთობასა, ნარკომანიასა და გარყვნილებაში ეცდება დაივიწყოს თავისი უბედურება და გაუპატიურება.

ასეთ მდგომარეობაში მყოფი ხალხის მართვა მხოლოდ უმძიმესი ფსიქიური პრობლემებისა და ფობიების მქონე ადამიანს შეიძლება უნდოდეს...

როდესაც ხედავ, რომ შენს სამშობლოში ასეთი გაუგონარი რამ ხდება, იკვლება ხალხში სამართლიანობის რწმენა, რაღა ბიზნესი უნდა გაინტერესებდეს კაცს. ბიზნესს ხომ იმისათვის აკეთებ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაეხმარო შენს გარშემო, რაც არ უნდა დაუნახავ და შურიან, ცილისმწამებელ და უსამართლო ადამიანებს ხვდებოდე შენს ქვეყანაში და თუ ხედავ, რომ ამ ადამიანებს თავი აქვთ ჩაქინდრული და ქვითინებენ, შენი გულიც სისხლისა და ცრემლისაგან იცლება მათთვის და შენი სამშობლოსათვის.

ამ ტრაგიკული განცდის სიღრმესა და სიალალეს უმადური, ურწმუნო და გარყვნილი ადამიანი არასოდეს დაიჯერებს, და შურისა და ეჭვისაგან დაბინძურებული თვალით შეგხედავს და ყურით მოგისმენს და თავის ქირქილს გააგრძელებს უაზროდ, მაგრამ ეს სრულიად არაფერ არ სცვლის: მე ვცხოვრობ ჩემი ერის როგორც ფიზიკური, ისე მორალური განადგურების უმძიმეს ხანაში და ტყვია მირჩევნია ამის ყურებას.

მე არაერთხელ ავხსენი რატომ არ მიმაჩნია ამ უბინძურეს პოლიტიკაში შესვლა ქვეყნისათვის გამოსავალად, მაგრამ ცხადია, რომ ვერც ეს ავუხსენი ხალხის ნაწილს და ვარ ასე დათრგუნული და დაცინული. თუმცა არცერთი წამით არ ვკარგავ უფლის იმედს და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი გამოუჩენს ჩვენს სამშობლოს ამ საშინელებიდან გამოსავალს. ვფიქრობ, ეს მოხდება იმ დღესვე, როდესაც ქართველი დედები ერთიანად შეწყვეტენ საკუთარი შვილების მოკვლას თავიანთ საშოში. მერე გაიხსნება ცა და სასწაულებრივად აღდგება საქართველო, მთელი მისი დიდებით. მანამდე, კი როგორმე უნდა გავუძლოთ ამ ჩვენს მორალურ და ფიზიკურ კვდომას.“- განაცხადა ლევან ვასაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42