ანგარიშის თანახმად ინტერნეტი ყველაზე თავისუფალია ისლანდიაში (ექვსი ქულა), ესტონეთსა (ექვსი ქულა) და კანადაში (15 ქულა). ინტერნეტის თავისუფლების მიხედვით ყველაზე ცუდი მდგომარეობაა ჩინეთში (88 ქულა), ირანსა (85 ქულა) და ეთიოპიაში (83 ქულა).
როგორც ანგარიშშია ნათქვამი საქართველოს მოქალაქეეებს შეუძლიათ ინტერნეტით თავისუფალი სარგებლობა და ამასთან დაკავშირებით არანაირი იურიდიული სანქცია არ ეკისრებათ, თუმცა კვლევ ის პერიოდში დაფიქსდირდა 2 შემთხვევა რეპ-დუეტისა და პრეზერვატივების კომპანიის წინააღმდეგ. ხელისუფლება პერიოდულად იძიებს ინტერნეტ-მომხმარებლების საქმეებს, რომლებიც ინტერნეტში ძალადობით იმუქრებიან და სამოქალაქო სახოგადოების წევრების თქმით, მათი პასუხი ზოგჯერ არაპროპორციულია.
2017 წლის ივნისში დაკავებული იქნენ რეპ-დუეტის „ბირჟა მაფიას“ წევრები, მას შემდეგ რაც პოლიციამ განაცხადა, რომ მათ ნარკოტიკები აღმოუჩინეს. „ბირჟა მაფიას“ მხარდამჭერების თქმით, ბრალდება ფაბრიკაციას წარმოადგენდა და მათ ნარკოტიკები ჩაუდეს, იმ მის გამო რომ მათ ინტერნეტში განათავსეს ვიდეო, სადაც პოლიციას დასცინოდნენ და პოლიციელი ძაღლის როლში ჰყავდათ გამოყვანილი. თბილისში გამართული დემონსტრაციების შემდეგ კი ისინი გირაოთი გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი უდანაშაულოდ სცნეს, თუმცა პოლიციას პასუხი არ უგია არც მტკიცებულებების ფალსიფიკაციაზე და არც ერთ-ერთი წევრის მიმართ განხორციელებულ თვალთვალზე. აღნიშნული ვიდეო კი ინტერნეტსივრციდან დროებით გაქრა შემდეგ კი ახალი ვარიანტი დაიდო, სადაც პოლიციელის სახე დაფარული იყო.
ანგარიშში მოყვანილია სულხან წულაძის საქმეც, რომლის დაპატიმრებაც 2016 წელს მოხდა, იმის გამო რომ მან ინტერნეტში Forum.ge-ზე აშშ-ის ელჩზე თავდასხმასთან დაკავშირებით მუქარის შემცველი პოსტი გაავრცელა. მისი საქმე ბრალის აღიარებასთან დაკავშირებით მორიგებით დასრულდა. უფლებადამცველი ორგანიზაციები წულაძის დაკავებას უსამართლოდ მიიჩნევდნენ და აცხადებდნენ, რომ წულაძე ცნობილი იყო თავისი პროვოკაციული გამოთქმებით და ეს პოსტიც ხუმრობას წარმოადგენდა.
ანგარიშში მიმოხილულია „აიისა“-ს საქმეც. პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია თბილისის საქალაქო სასაართლომ 2018 წლის მაისის თვეში დააჯარიმა იმის გამო, რომ პრეზერვატივების შეფუთვის 3 დიზაინი არაეთიკურად მიიჩნია და კომპანიას დაავალა შეეწყვიტა მსგავსი შეფუთვის მქონე პროდუქციის გაყიდვა და ამ პროდუქციასთან დაკავშირებული მარკეტინგული ღონისძიებები, მათ შორის ფეისბუკზეც.
ანგარიშში საუბარია აფგან მუხთარლის საქმეზეც.
მასალის გამოყენების პირობები






