"თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში მორიგი ახალი დინამიკა გვაქვს" - ლევან იზორია
პოლიტიკა - 11:24, 01 Nov, 2018     778
ბათუმში, „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის“ დაწყებამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და უახლოეს მომავალში დაგეგმილ ახალ ინიციატივებზე გაამახვილა ყურადღება.

„თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენაცია არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ ჩვენს პარტნიორებს კიდევ ერთხელ გავუზიაროთ რეგიონული და საერთაშორისო გამოწვევები, ვუთხრათ, თუ რას ვაკეთებთ ერთად ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად. საქართველო, როგორც ნატოს გამორჩეული პარტნიორი იმ გზაზე, რასაც საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ჰქვია, არის სამაგალითო ქვეყანა. ეს დადასტურდა გასულ კვირას ბატონი მატისის მიერ გამოგზავნილ განსაკუთრებულ სამადლობელ წერილში, რომელიც პრემიერ-მინისტრს გაუგზავნა, ასევე ბატონი ბოლტონის ვიზიტით დადასტურდა პრინციპული მხარდაჭერა. ეს კონფერენაცია სწორედ სტრატეგიული კომუნიკაციის ასპექტში კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს სტრატეგიულ გზაზე სტრატეგიული პარტნიორებისგან მხარდაჭერას“ - აღნიშნა მან.

მინისტრის განცხადებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში სრულიად ახალი დინამიკაა:

„საქართველოს ისტორიაში პირველად, როტაციის პრინციპის საფუძველზე „კობრას“ ასეული ჩამოვიდა, აშშ-ის ასეული, რათა ჩვენი ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად გამოყენებული იქნას საწვლებებისთვის. ეს არის სწორედ იმ პრინციპის კონკრეტული რეალიზება, რასაც ჰქვია მეტი ნატო საქართველოში. ჩვენ მომავალშიც ველოდებით სხვა, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებისგან ამ პრინციპის საფუძველზე ჩვენი სამხედრო ინფრასტრუქტურის გამოყენებით სამხედრო სწავლებების ჩატარებას. ასე რომ, ეს არის სრულიად ახალი დინამიკა, რომელიც ადეკვატურად ჯდება ავტორიზაციის აქტით გაჟღერებულ ყოვლისმომცველი უსაფრთხოების სტრატეგიის კონტექსტში. დღეს გვექნება გეგმებზე საუბარი, რომელიც უკავშირდება მზადყოფნის ცენტრის შექმნას, რაც პირველად სწორედ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში გაჟღერდა“ - განაცხადა ლევან იზორიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42