როგორცფ შეხვედრის დაწყებამდე დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, ივანიშვილთან იმ სტრატეგიაზე ისაუბრებენ , რომლითაც მეორე ტური უნდა ჩატარდეს.
„წინ მეორე ტური გველოდება. ძალიან სერიოზული მობილიზება, მომზადება, შეთანხმება და შეჯერებაა საჭირო. სწორედ იმ სტრატეგიაზე ვისაუბრებთ, რომლითაც მეორე ტური უნდა ჩატარდეს. ჩვენ გვჭირდება ყოველდღე ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ, ყველა ჩვენს ამომრჩეველს და მოქალაქეს მოვუწოდოთ, რომ მეორე ტური გავაცნობიეროთ. ეს ძალიან საპასუხისმგებლო და უმნიშვნელოვანესი არჩევანია, ძალიან საპასუხისმგებლო ქვეყნისთვის, სიმშვიდისთვის, ხვალინდელი დღისთვის, რადგან ქვეყანა რეალური საფრთხის წინაშე დგას - წარსულში დაბრუნდება თუ გააგრძელებს სვლას ხვალინდელი უკეთესი, სტაბილური და მშვიდობიანი მომავლისკენ. ამიტომ ეს არჩევანია, რომელსაც იმაზე მეტი მნიშვნელობა ენიჭება და იძენს ვიდრე მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები.
ისინი არიან მსჯავრდებულები ადამიანების წამებაში, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში. ეს ძალიან მძიმე რეალობაა. მე ვგულისხმობ სააკაშვილს, ახალაის, მერაბიშვილს და სხვებს. აქ საუბარია მათ შორის იმაზე, რომ ამ მანდატის გამოყენება, შესაძლოა, ისეთი დესტრუქციული იყოს, რომ წარმოვიდგინოთ ჰიპოთეტურად იმ პრეზიდენტის ხელში, რომელსაც შეწყალება ჰგონია, რომ რასაც უნდა იმას გააკეთებს. ამან შესაძლოა სახიფათო პროცესები გამოიწვიოს. ძალიან მშვიდად ქვეყანას ხვალინდელი მშვიდობიანი მომავალი უნდა შევუნარჩუნოთ“, - განაცხადა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






