რა ხდება „იმედში“ - მარიხუანას კულტივაციის საწინააღმდეგო გადაცემა დაიბლოკა?
პოლიტიკა - 10:50, 01 Nov, 2018     2178
ტელეკომპანია „იმედი“ მარიხუანას კულტივაციის საწინააღმდეგო გადაცემას ეთერშ არ უშვებს. ამის შესახებ „ფეისბუკმოხმარებელი“ გიორგი მიქანაძე წერს.


„ცუდი ამბავი მაქვს - რა ხდება ტელეკომპანია "იმედის" თავს?!

მარიხუანას თემაზე ორი თვეა ჩაიწერა გადაცემა „პრაიმ შოუში“ და არ უშვებენ აშკარად ეთერში.

გადაცემაში მონაწილეობდა ლადო კახაძეც, ორი სასულიერო პირი, იყვნენ სხვა მხარეებიც. რა თქმა უნდა, სუსტი იყო პოზიცია ოპონენტებისა.

საბოლოო პათოსი იყო ისეთი, რომ ყველა შეთანხმდა ამ პოლიტიკის და თანმიმდევრულობის ფორსირებულ სიბეცეზე. მათ შორის აქტიურად და სიტყვაწყლიანად ლადო კახაძე გამოირჩეოდა, რომელსაც კულტივაციისა და პლანის ამ კამპანიის სერიოზული წინააღმდეგი იყო.

არადა... ეს გადაცემა ისე წავიდა, იქნებოდა სერიოზული ლაკმუსის ქაღალდი. ყველაფერი თეთრით შავზე დაიდო!

არ ვიცი კულუარებში რა მოხდა - სარედაქციო პოლიტიკაა, სამთავრობო პოლიტიკაა, - არ ვიცი.

საკმაოდ საგანგაშო რამ არის სიტყვის თავისუფლებისა და აზრის თავისუფალი გამოხატვის მხრივ. ერთადერთია, მიზანმიმართულად კეთდებოდეს იმდენად მძიმე რამ ამბავი არის. ესეც პრობლემაა.

მიუხედავად ჩემი სოლიდარობისა და პატივისცემისა ჟურნალისტური და საპროდუსერო გუნდის მიმართ, არაერთხელ ვყოფილვარ სტუმრად, მე ამ გადაცემაში აღარ მივალ. მართალია, ერთი რიგითი ვიყავი, თუმცა პირადი გამორჩენისთვის არასდროს მიაქტიურია. ყოველთვის, როგორც რიგითი მოქალაქე ვაფიქსირებდი აზრს. და ასე რიგითები ვართ მოქალაქენი.

კარგი, შეიძლება არ მეთქვა და თავი შემეკავებინა... მაგრამ განა იქ მიწვეული სტუმრების, წამყვანების, ჟურნალისტების, პროდუსერების, მაყურებლების შეურაცხყოფა და გაბაიბურთება არ არის? ან იმ ახალგაზრდებისა, ვინც ამ გადაცემას ნახავდნენ და ბევრ რამეს გაუსწორებდნენ თვალს?

მივედით, დავიხარჯეთ, გავისარჯეთ, ვიფიქრეთ, ვიაზროვნეთ, ვიკამათეთ...

P.S. უდიდესი პატივისცემით ვარ ბადრი პატარკაციშვილის და მისი ოჯახის მიმართ. შევხვედრილვართ და პროექტის დაფინანსებაზეც გვქონდა დიდი მოლაპარაკებები და სწორედ მაშინ მოხდა ის სამწუხარო ამბები. დედამისთან, მის დასთან ერთად, საპატიო სუფრაზეც კი ვმჯდარვართ, მართლა უთბილესი ხალხი და დიდი პატივისცემით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42