„თბილისი ჰილსში“ უძრავი ქონების გაყიდვები დაიწყო
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:36, 01 Nov, 2018     2380
„თბილისი ჰილსში“ თაუნჰაუსების გაყიდვები დაიწყო.ისინი, ვინც უძრავ ქონებას 19 ნოემბრამდე შეიძენენ, წინასწარი 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

საუბარია „თბილისი ჰილსის“გოლფის მოედანსა და რეზიდენციებზე, რომლებიცთბილისთან ახლოს, 15 წუთის სავალზეა განთავსებული და ქალაქს ორი მთავარი გზით– კრწანისის პანორამული გზითა და რუსთავის გზატკეცილით უკავშირდება.

„თბილისი ჰილსი“ მსურველებს სთავაზობს მაღალი სტანდარტებით შექმნილ უძრავ ქონებას, რომელიც საცხოვრებელ ვილებსა და ინდივიდუალურ მიწის ნაკვეთებს აერთიანებს. ამჟამად, იყიდება რამდენიმე თაუნჰაუსიც, რომლის შეძენა, მიწის ნაკვეთთან ერთად, 15%-იანი ფასდაკლებითააშესაძლებელი. ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, ღირებულება 19 ნოემბრიდან გაიზრდება.

თაუნჰაუსი მასშტაბური, ინოვაციური და პრესტიჟული პრემიუმ-პროექტია, რომლის არქიტექტურული მიზანია, ორი დაწყვილებული შენობა ერთმანეთისაგან განცალკევებულად წარმოაჩინოს, რაც შესაბამისი მასალებისა და არსებული ლანდშაფტის დახმარებით მიიღწევა. ვილებს მსოფლიოში ბევრი ანალოგი ჰყავს, თუმცა „თბილისი ჰილსი“ პირველია, რომელიც საქართველოში ამ სტილის მშენებლობებს იწყებს.

„ჩვენი მთავარი მიზანი იყო, შეგვექმნა ახალი საცხოვრებელი სივრცე, რომელშიც პრემიუმ კლასის კერძო ვილები და 1400 მ2-დან რამდენიმე ჰექტრამდე ფართობის მიწის ნაკვეთები გაერთიანდებოდა. არქიტექტურული კონცეფციის შექმნისას, გადავწყვიტეთ, რამდენიმე თაუნჰაუსიც აგვეშენებინა, რათა მომხმარებლებს მეტი არჩევანი ჰქონოდათ. ჩვენ ევროპის საუკეთესო მაგალითები ავიღეთ და მაქსიმალურად ვიზრუნეთ იმაზე, რომ ერთ სივრცეში ყველაფერი მრავალფუნქციური, სწორად განაწილებული და შთამაგონებელი ყოფილიყო. ელეგანტური ინტერიერის თითოეული დეტალი, ულამაზესი ბაღები და თბილისისა და შავნაბადას მონასტრის ჯადოსნური ხედები ყველაფერს კიდევ უფრო საოცარს ხდის,“ – ამბობსანასტასია უდალოვა,„თბილისი ჰილსის გოლფის მოედნისა და რეზიდენციების“ დირექტორი, – „გარდა იმისა, რომ ვილები გამწვანებულ ტერიტორიაზეა განთავსებული, პარკინგის ზონები, ეზოები და ბარბექიუსათვის განკუთვნილი ადგილები ერთმანეთისაგან ბუნებრივად, ტერასებითაა გამოყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა მშენებლობამ არსებული ლანდშაფტი პირვანდელი სახით შეინარჩუნა.20-წლიანი გამოცდილების მქონეესტონელი კონსტრუქტორების ჯგუფმა ამ პროექტში საუკეთესო ევროპული სტანდარტები გააერთიანა. ექსპერტების საერთაშორისო გუნდმა კი, ადგილობრივ არქიტექტორებთან ერთად, შეუძლებელი შეძლო და ჩვენი ამბიციური გეგმა რეალობაში განახორციელა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენმომხმარებლებსსრულყოფილებაში ცხოვრებას საუკეთესო ფასად და ესტონური ხარისხის უზრუნველყოფით ვთავაზობთ“.

თაუნჰაუსის დიზაინიIM Architecture-ის ბიუროს ეკუთვნის.ერთი ვილა დაახლოებით 190კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და ორ სართულს, ორი მანქანისათვის განკუთვნილ პარკინგს, ტერასას, აივანსა და ეზოს აერთიანებს. თითოეულ თაუნჰაუსს 500-დან 11352-მდე მიწის ნაკვეთი აქვს გარშემორტყმული, რომლის გამოყენებაც ბარბექიუს ღია სივრცის მოსაწყობად ან ღია აუზის ჩასაშენებლად შეიძლება.

რაც შეეხება „თბილისი ჰილსს“, მისი სრული ფართობი 331 ჰექტარს შეადგენს, საიდანაც 110 ჰექტარი საქართველოში პირველ 18-ფოსოიან პროფესიულ გოლფის მოედანს უკავია. „თბილისი ჰილსის“ რეზიდენციები ევროპული ესთეტიკით ხასიათდება და მჭიდრო კავშირშია ბუნებასთან, რაც მკვეთრად გამოარჩევს ქალაქის ხმაურიანი და გადაჭედილი ადგილებისაგან. ამჟამად ხელმისაწვდომია 3000-მდე გასაღები, რომელთა შორისაა 380 ვილა, 73 თაუნჰაუსი და 20 სამსართულიანი ბინის კომპლექსი. მშენებლობის დასრულებისას პროექტში ჩადებული ინვესტიცია 1 მილიარდ ევროს გადააჭარბებს.

ინფორმაცია კომპანიის შესახებ:

„თბილისი ჰილსის გოლფის მოედანი და რეზიდენციები“ წარმოადგენს უძრავი ქონების პროექტს, რომელიც საქართველოში პირველ პირველ 18-ფოსოიან პროფესიულ გოლფის მოედანსა და პრემიუმ კლასის რეზიდენციებს აერთიანებს. მისი სრული ფართობი 331 ჰექტარია და 350-ზე მეტ ვილას, 70-ზე მეტ თაუნჰაუსს, 800-მდე საცხოვრებელ ბინასა და სხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებს მოიცავს. „თბილისი ჰილსის გოლფის მოედანი და რეზიდენციები“ ეკუთვნის AS Skinest Group-ს, რომელიც საქართველოში 2011 წლიდან მუშაობს ისეთ პროექტებზე, როგორებიცაა, მაგალითად, სარკინიგზო ბიზნესი და ჰიდრო ენერგო სადგურები. AS Skinest Group-ის დამფუძნებელი და მფლობელი ოლეგ ოსინოვსკია –საერთაშორისო მეწარმე, რომელსაც ინფრასტრუქტურულ პროექტებში დიდი გამოცდილება აქვს.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.tbilisihills.com.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42