სასიხარულოა, რომ მსოფლიო ბანკის რეიტინგში დაგვიფასდა რამდენიმე რეფორმა - გიორგი ქობულია
ბიზნესი & ეკონომიკა - 21:17, 31 Oct, 2018     1985
მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში სამი ადგილით დაწინაურება და მე-6 ადგილზე გასვლა მსოფლიოში - ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევაა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს რეიტინგი ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს ძალიან მნიშვნელოვანი და სიღრმისეული შესწავლაა, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგის შეფასებისას განაცხადა.


მისი თქმით, მსოფლიო ბანკი რეიტინგის შედგენისას აწარმოებს გამოკითხვას და საქართველოში 100-ზე მეტი რესპონდენტის გამოკითხვა ხდება, დამოუკიდებელი შემფასებლები ავსებენ ძალიან სიღრმისეულ კითხვარებს, რომლებიც შედგება სადღაც 100-ზე მეტი გვერდისგან.

„სასიხარულოა, რომ წელს მსოფლიო ბანკის რეიტინგში დაგვიფასდა რამდენიმე რეფორმა. მაგალითად: ჩვენ განვახორციელეთ რეინვესტირებული კაპიტალის გადასახადისგან განთავისუფლების რეფორმა, რაც ძალიან დაგვიფასდა. ასევე ძალიან გავამარტივეთ დღგ-ს გადამხდელთა რეგისტრაციის პროცედურები, ესეც საკმაოდ პოზიტიურად აღინიშნა, ასევე სერიოზული წინსვლა სასამართლო სისტემაში, კერძოდ, ის, რომ ჩვენ შემოვიღეთ მოსამართლეთა შორის საქმეების შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გადანაწილების წესი, რაც, რა თქმა უნდა, სერიოზულად ამცირებს სუბიექტივიზმს და ძალიან აძლიერებს ჩვენს სასამართლო სისტემაში ხარისხიანი გადაწვეტილებების მიღების შესაძლებლობებს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების" 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ უპრეცენდენტოდ დიდ წარმატებას მიაღწია და მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილი დაიკავა. რეიტინგში წინა წელთან შედარებით ქვეყნის პოზიცია 3 ადგილით გაუმჯობესდა, ხოლო სარეიტინგო ქულა - 0.48 პუნქტით და შედეგად, ქვეყანას 2019 წელს ისტორიული მაქსიმუმი - 83.28 ქულა აქვს.

2019 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავ დასახელდა, როგორც ლიდერი ქვეყანა განხორციელებული რეფორმების კუთხით.

საქართველოს წლევანდელი წარმატება განაპირობა ქვეყნის მთავრობის ეფექტიანმა მუშაობამ. მხოლოდ ბოლო ერთ წელიწადში რეიტინგის მიზნებისთვის აღიარებული 3 რეფორმით - ბიზნესის დაწყება, გადასახადების გადახდა და კონტრაქტების აღსრულება საქართველო მსოფლიოში კვლავ ინარჩუნებს რეფორმატორი ქვეყნის სტატუსს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42