აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქედაში, სოფელ დოლოგანში იმყოფება, სადაც რამდენიმე საათის წინ 6 წლის ბავშვი კარიერის აფეთქების შედეგად დაიღუპა.
თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ აფეთქებების შესახებ მოსახლეობა გაფრთხილებული არ იყო. ''უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე'' - თქვა ჟურნალისტებთან მთავრობის თავმჯდომარემ.
ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
თვითმხილველების განცხადებით, ბავშვს კარიერის დამუშავებისას საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ქვა დაეცა. აფეთქებების შედეგად ახლოს მდებარე სახლების დაზიანდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წყარო ajaratv.ge
მასალის გამოყენების პირობები






