ოპოზიცია ენზელ მკოიანისთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეწყვეტას ითხოვს
პოლიტიკა - 19:02, 31 Oct, 2018     845
ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების გამო გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ლევან ბეჟაშვილი ენზელ მკოიანისთვის, რომლის ძმაც ინციდენტში მონაწილეობდა, დეპუტატის იმუნიტეტის შეწყვეტას ითხოვს. ამასთანავე ოპოზიცია იმ ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც ითხოვს, რომლებმაც მათი თქმით, პაციენტებს სათანადო მკურნალობა არ ჩაუტარეს და სახლში გაწერეს, რის შემდეგაც მათი მდგომარეობა დამძიმდა და თბილისში ტრანსპორტირება გახდა საჭირო.


„პროკურატურას მოვთხოვთ, რომ მოხდეს დეპუტატის იმუნიტეტის შეწყვეტა და ამ საქმის უსწრაფესი გამოძიება. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება არ იხევს უკან, ხელისუფლება ძალადობს და ქვეყანაში უნდა არსებობდეს რაიმე ინსტიტუცია, რომელიც ერთგვარ ბალანსს შექმნის ამ ხელისუფლების განუკითხაობასთან მიმართებაში. თუ გამოძიება დაინტერესებულია საქმის ობიექტურ და ოპერატიულ გამოძიებაში, დღეს მთელი ღამის და დღის განმავლობაში ერთი გამომძიებელი მაინც უნდა მოსულიყო და საგამოძიებო მოქმედებები ჩაეტარებინა, ელემენტარულად, ექიმებისთვის ეკითხა, შესაძლებელი არის თუ არა დაზარალებულების დაკითხვა.“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავებული ოპოზიციის წევრები, დღეს კლინიკაში ენმ-ს წევრმა ლევან ბეჟაშვილმა მოინახულა. სამივე დაშავებულს ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და ქალა ტვინის დახურული ტრავმა აღენიშნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42