„ეს არის ძალადობის სამარცხვინო გაპრავება“ - ოპოზიცია ახალციხეში მომხდარს სუსტი ხელისუფლების პოზიციას უწოდებს
პოლიტიკა - 16:02, 31 Oct, 2018     863
"ქართული ოცნების" აქტივისტების მიერ გაერთიანებული ოპოზიციის წევრებზე განხორციელებული თავდასხმა განხილვის მთავარი თემაა პარლამენტში.


ხელისუფლება თავის მართლების რეჟიმშია და ამბობს, რომ ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციას.

"ძალადობის სამარცხვინო გაპრავება"- ეს კი ოპოზიციის შეფასებაა.

„ეს არის პირდაპირი მანიშნებელი იმ აგონიისა, რომელშიც დღეს არის ხელისუფლება. ამას სჭირდება ახლა მყისიერი რეაგირება. აბსოლუტურად ნათელი არის ამაში ვინ მონაწილეობდა. დეპუტატი "ქართული ოცნების" და მისი ძმა და ის, რაც მათ გააკეთეს, ამაზე აუცილებად უნდა მოხდეს მყისიერი რეაგირება და უნდა იყვნენ ეს ადამიანები დაკავებული. დღეს ჩვენ პარლამენტიდან მოვისმინეთ აბსოლუტურად სამარცხვინო გაპრავება იმისა, რომ თურმე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები პლაკატებს ხევდნენ და ამით იყო განპირობებული და გამართლებული გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის დარბევა. ახლა ამაზეც კი წავიდა ხელისუფლება, რომ ამით ამართლებს იმ ძალადობას, რაც მოხდა ახალქალაქში. საბოლოო ჯამში ხელისუფლებას ეს ამბავი არ გაუვა. ისინი ამ არჩევნებს ნამდვილად წააგებენ და ახლა იმედი მაქვს, რომ პირველი ტურიდან მეორემდე ძალადობის ესკალირებას ისე არ მოახდენენ, რომ შეუქცევადი რაღაც პროცესები დაიწყოს,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დამარცხებული და სუსტი ხელისუფლების ქმედებას უწოდებს დეპუტატი სერგო რატიანი მმართველი პარტიის ანგარიშსწორებას.

„ჩვენ გუშინ ვიხილეთ ძალადობა, ეს ძალადობა არ არის პირველი. იქ სადაც უჭირს „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში, იქ ის მიმართავს ძალადობას. ჩვენ გვახსოვს "ევროპულ საქართველოს" ადიგენის პარტიის ხელმძღვანელის თავდასხმა, სადღაც ივლისში. ჩვენ გვახსოვს კორცხელი. გუშინ იყო თავდასხმები და ვფიქრობ, რომ ეს მეთოდი არის სუსტი, დამარცხებული ხელისუფლების არაადეკვატური მცდელობები,“-განაცხადა სერგო რატიანმა.

თავდასხმა გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრებზე ახალქალაქში გუშინ მოხდა. ოპოზიციის წევრებს „ქართული ოცნების“ დეპუტატები ენძელ მკოიანი და მისი 20 კაციანი დაჯგუფება გაუსწორდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42