"ერთხელ უცნაური რამ შემემთხვა: ვიჯექი ერთ ხიდზე მარტო და მეტირებოდა... ისეთები მოვუყევი ერთ კაცზე, სუყველაზე ახლო მეგობრებისთვის რომ არ მომიყოლია"
სოც.მედია - 14:57, 31 Oct, 2018     2454
სოციალურ ქსელში მწერალი ლია ლიქოკელი ჩანახატს აქვეყნებს:

"ერთხელ უცნაური რამ შემემთხვა:

შეღამებული იყო. ვიჯექი ერთ ხიდზე მარტო, მტკვარს გადავცქეროდი და მეტირებოდა. ჩავრგე თავი ხელებში და ვფიქრობ, რა ვქნა, აქვე გადავხტე თუ უფრო სიმპათიური ხიდი ვიპოვო.

უცებ ორი გოგო წამომადგა თავზე.

- აბა-აბა ეგეთები არ იყოს, - მეუბნება ერთი, უფრო ფუმფულა და სასწაულად მოძრავი.

კარგად ვარ-მეთქი, შევღიმილე.

არა, არა ხარ კარგადო. არავითარი ტირილი, არ გავიგო ტირილიო. ადე, წამო ჩვენთანო, დამიცაცხანა.

ვასავსავე ხელები, არა მეთქი. წამავლეს ხელი და წამიყვანეს.

იქვე, ახლო ბაღში დავსხედით. გზაშივე დაასკვნეს - ბიჭის ამბავი იქნებაო. არც იყო უმაგისობა, ერია ერთი-ორი კაცი ჩემ ღნავილში.

ნუ გეშინია, ჩვენც მაგ დღეში ვართო, მანუგეშეს და ათ წუთში უკვე კარგად ვიცოდი იმათი ბიჭების ამბები.

ჰოდა, დამსვეს და მომაყოლეს მეც.

და ისეთები მოვუყევი ერთ კაცზე, სუყველაზე ახლო მეგობრებისთვის რომ არ მომიყოლია.

ისე მომეშვა, ისე ამოვისუნთქე.

ისე საყვარლად დამარიგეს ჭკუა, ბებიაგოგოებივით. პატარები იყვნენ თან, ჩემზე ათი წლით უმცროსები.

წამოვედი მერე, დამსუბუქებული და გაცინებული. დავტოვე ისინი იმ ღამის ბაღში, ისევ თავის ბიჭებზე მოქოთქოთეები.

გამახსენდნენ ახლა. ნეტა სად არიან, ნეტა ვინ არიან ის ჩემი ერთი ღამის გოგოები.

იმედია კარგად არიან.

იმედია, ვინმე ჰყავთ, ვინც ყველაზე სიმარტოვისას მოუსმენს, თუნდაც ის თავისი ყოვლად მაიმუნი ბიჭები.

კი, ბიჭები ჭეშმარიტად მაიმუნები ჰყავდათ, როგორც ყველა ნამდვილ გოგოს, ჩემი და ჩემი ბიჭებისა არ იყოს" - წერს ლია ლიქოკელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42