„გაესინჯეთ ფსიქიატრს!.. „ოცნება“ ტყუილში გვაცხოვრებს“ - ვალერი გელბახიანი მეორე ტურში ხმას გრიგოლ ვაშაძეს აძლევს
პოლიტიკა - 14:58, 31 Oct, 2018     7541
ბადრი პატარკაციშვილის შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, ადვოკატი ვალერი გელბახიანმა "ქართულ ოცნებას" ურჩევს, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები აღიაროს.

მისი შეფასებით, მმართველი ძალა არც ოპოზიციას და არც საერთაშორისო ორგანიზაციებს ენდობა, რაც იმის ნიშანია, რომ ფსიქიატრს უნდა გაესინჯონ.

„თუ ოპოზიცია ტყუილს ლაპარაკობს, ამომრჩეველთა 62% ტყუილს ლაპარაკობს, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც თუ ტყუილს ლაპარაკობენ - მაშინ მიდით, რამ ფსიქიატრთან, გაესინჯეთ. ვინ ხართ? შეეგუეთ ამ ფაქტს. თუ ბიძინას ოდნავ მაინც ჰყოფნის ქართული თავმოყვარეობა, იცით, რა იქნება ყველაზე კარგი გამოსავალი? - სალომე ზურაბიშვილს სასწრაფოდ მოახსნევინოს კანდიდატურა და აღიაროს ოპოზიციის გამარჯვება,“ - განაცხადა გელბახიანმა.

ადვოკატი ამბობს, რომ მეორე ტურში "ქართული ოცნება" ვერანაირ შედეგს ვერ დადებს.

„ნებისმიერი დიდი ქალაქი აიღეთ - ყველგან დამაჯერებლად იგებს ოპოზიცია. არანაირი რესურსი არ გეყოფათ, რომ ეს ხმები გადაფაროთ, მათ მთელი რესურსი უკვე გამოიყენეს. ხელისუფლებას ამომრჩეველი არ ჰყავს. 41 000 ხმა როგორ უნდა გადაფაროთ, ქუთაისში 18 000 ხმა აქვს აღებული ვაშაძეს 18 ხმა ხომ არ არის?!ბათუმში ოპოზიციას 12 000 ხმა აქვს... ამ აკრძალვებმა (რუსთავი 2 არ ჩართონ) დაღუპა ოცნება"- განაცხადა გელბახიანმა.

მისი შეფასებით, ამომრჩეველს "ქართული ოცნების" სახეები მობეზრდა.

"ეკა ბესელია მობეზრდა ხალხს, სოციალურ ქსელში მისი გინების მეტი არაფერი წამიკითხავს. ამ მომაბეზრებელმა სახეებმა, რომლებიც როგორც აღმოჩნდა ბიუჯეტის ფულს საკუთარი ბიზნესებისთვის იყენებენ, დედასაც კი გვარი შეუცვალა ბესელიამ, სად არის ნამუსი, ეს მატყუარა ხელისუფლება ნაცარს აყრის ხალხს, რომ მეორე ტურში მოიგებენ, არადა მათ ამომრჩეველმა უთხრა უარი, როგორც ეს მოხდა 2012 წელს, როცა მაშინდელ ხელისუფლებას უთხრეს უარი. ახლა თქვენ გითხრეს უარი და წაბრძანდით. ახლა მეტყვიან, რომ ნაციონალურ მოძრაობას ვუჭერ მხარს - არა, მე ჩემი შვილების მომავალს ვუჭერ მხარს. არ შეიძლება დამკვიდრდეს, საბჭოთა სისტემის გადმონაშთებით მართული ქვეყანა. ჩვენ თავისუფლებისთვის ვიბრძვით"- განაცხადა მან.

გელბახიანის თქმით, წინა ხელისუფლებას შავ ლაქად "ერთი გირგვლიანი" ჰქონდა, "ოცნებას" კი "15 გირგვლიანი" აქვს.

"რომელი სასამართლო, რომელი პროკურატურა შეცვალეს?! მაფიოზური სტრუქტურა ყალიბდებოდა. ყველა დარგი იმართებოდა არა სახელმწიფოებრივი მეთოდოლოგიით, არამედ მაფიოზური, ქურდული მეთოდით"- აცხადებს მან.

გელბახიანი ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ის გრიგოლ ვაშაძეს მისცემს ხმას.

"ეს არის ჩემი პასუხი იმ უტიფრობაზე, რასაც თქვენ დღეს აცხადებთ. არ გრცხვენიათ, რეებს ლაპარაკობთ: ქართველი ხალხის ნება არ გვაინტერესებს, მაღალ ციფრებს დავდებთო"- თქვა უფლებადამცველმა.

ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ესკალაციურ გარემოს ქმნის.

"როდის იყო მოგებული ოპოზიცია ესკალაციას აწყობდა? მოგიგო და რაში სჭირდება?! მსოფლიომ აღიარა, "CNN-ს" რატომ არ უსმენთ, აცხადებენ, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა. ხელისუფლება ტყუილში გვაცხოვრებს. ესენი ვერ მიხვდნენ რომ ნაციონალური მოძრაობის კრიტიკა არ არის ხალხის პური და მარილი, კუჭია. თურმე "რუსთავი 2"-ს თუ გამორთავ, მაცივარი სავსე გექნება - ბიჭო, არ სჯერა ამ ტყუილების ხალხს"- აღნიშნა გელბახიანმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42